მთავარი » 2011 » ივნისი » 3 » ამერიკელმა მუყაოს კომპიუტერი შექმნა
4:03 PM ამერიკელმა მუყაოს კომპიუტერი შექმნა |
ამერიკელმა დიზაინერმა ბრენდონ მაკალუსომ (Brenden Macaluso) გამოიგონა
კომპიუტერი, რომლის კორპუსიც მუყაოსგანაა დამზადებული, იუწყება Engadget.
მას ღეცომპუტე ჰქვია და წარმოდგენილი იქნება Greener Gadgets Design
Competition კონკურსზე, რომელიც თებერვლის ბოლოს ნიუ-იორკში ჩატარდება.
მაგიდის
პერსონალური კომპიუტერის Recompute კორპუსში არ არის არც მეტალი და არც
პლასტიკატი. იგი შედგება მხოლოდ გოფრირებლი მუყაოსგან. ეს საკმაოდ ამცირებს
კორპუსის წარმოების ღირებულებას. ამას გარდა იგი უფრო ადვილად
გადასამუშავებელია.
კიდევ ერთი დადებითი მხარეა, რომ მუყაო ხელს არ
უშლია ჰაერის ცირკულაციას კორპუსის შიგნით, რაც კომპონენტების ეფექტური
გაციების საშუალებას იძლევა. სურვილის შესაბამისად, კი მუყაოს კორპუსში
დამატებითი სავენტილაციო ხვრელების გაკეთებაც უფრო ადვილია.
ბრენდონ
მაკალუსომ მუყაოს კორპუსის შიგნით დააყენა პროცესორი Intel Core 2 Duo და
ორგიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება. კომპიუტერს აგრეთვე გააჩნია რვა USB
პორტი და სხვა სტანდარტული სარჭი.
აღსანიშნავია, რომ ღეცომპუტე
შემქმნელი ამბობს, რომ მისი მოწყობილობა უფრო უსაფრთხოა ხანძრის გაჩენის
თვალსაზრისით, ვიდრე ჩვეულებრივი პერსონალური კომპიუტერები. იგი ხაზს
უსვავს, რომ მუყაოს აალებისა და წვის ტემპერატურა შეადგენს 258 და 427
გრადუსს ცელსიუსით შესაბამისად, ხოლო პლასტიკი დნება უკვე 120 გრადუსზე
ცელსიუსით.
|
კატეგორია: უცნაური |
ნანახია: 785 |
დაამატა: dj
| რეიტინგი: 0.0/0 |
|