მოგესალმები, სტუმარი | RSS
პარასკევი, 2024-11-01, 3:13 AM
მთავარი » 2011 » ივნისი » 3 » მოურინიო: "ბენზემა და იგუაინი არსად წავლენ"
1:51 PM
მოურინიო: "ბენზემა და იგუაინი არსად წავლენ"
ჟოზე მოურინიო შეხვდა პრესის წარმომადგენლებს, გააანალიზა გასული სეზონი და გაამხილა თუ რას ელის მომავალი სეზონისგან. მისი განცხადებით მადრიდის "რეალს" არ დატოვებენ არც კარიმ ბენზემა და არც გონსალო იგუაინი. ასევე მან მცირე კომენტარი გააკეთა სერხიო აგუეროსთან დაკავშირებით: "ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ "ატლეტიკოსი".

მოურინიომ ასევე ისაუბრა მადრიდის "რეალის" კიდევ ერთ ინტერესის საგანზე, ფაბიო კოენტრაუზე: "ის საოცარი ფეხბურთელია, განსაკუთრებით მომწონს მისი უნივერსალიზმი, მას სამივე პოზიციაზე შეუძლია თამაში მაღალ დონეზე და ასეთი ფეხბურთელი გუნდში ყოველთვის სასურველია".

ჟოზე მოურინიოს შემდეგი სასაუბრო თემა კი მადრიდის "რეალის" ახალი სეზონის პირველი შენაძენი, ნური შაჰინი აღმოჩნდა: "შაჰინი გასულ სეზონში საუკეთესო იყო "ბუნდესლიგაში", მაგრამ "პრიმერა დივიზიონი" უფრო მაღალი დონის ჩემპიონატია. მას შეუძლია უფრო კარგად თამაში, ის არის ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც დიდი მომავალი აქვს, ისევე როგორც მესუტ იოზილს, მარსელოს, ანხელ დი მარიას და კარიმ ბენზემას. დღევანდელი მადრიდის "რეალი" საკმაოდ ახალგაზრდული გუნდია და 3-4 წელიწადში შესაძლოა ამ გუნდმა შექმნას ახალი ერა ევროპულ ფეხბურთში".

მოურინიომ კომენტარი გააკეთა ვალდანოს გუნდიდან წასვლაზეც: "ვალდანოს წასვლის შემდეგ მე არ მომემატება ძალაუფლება გუნდში. ვიყავი მწვრთნელი, და დავრჩები მწვრთნელად და მეტი არაფერი. მასთან არანაირი კონფლიქტი არ მაქვს, მინდა ვალდანოს ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. მე არ გამხარებია მისი წასვლა გუნდიდან".

"განსაკუთრებულის" თქმით მან იცის, როგორ დაიცვას საკუთარი თავი და გუნდი: "ზოგჯერ არის დრო, როდესაც გუნდს სჭირდება დაცვა, მე კი ჩემს გუნდს ბოლომდე დავიცავ, მიუხედავად იმისა, ეს შელახავს თუ არა ჩემს ავტორიტეტს. მე ყოველთვის მზად ვარ და ვიცი, როგორ დავიცვა საკუთარი თავი და გუნდი, როცა ეს საჭიროა".

"თეთრების" თავკაცის განცხადებით, მას არაფერი აქვს საწინააღმდეგო "ბარსელონასა" და გუარდიოლასთან: "ბარსელონა" არის ჩვეულებრივი გუნდი და გუარდიოლა - ჩვეულებრივი მწვრთნელი. გუარდიოლას ვიცნობდი, როგორც ფეხბურთელს, მაგრამ ახლა მას ვიცნობთ, როგორც მწვრთნელს, ამაში განსაკუთრებული არაფერია, ის ჩვეულებრივი ადამიანია". "ბლანკოსის"
მთავარმა მწვრთნელმა სურვილი გამოთქვა მადრიდის "რეალში" მუშაობის გაგრძელების: "ჯერ-ჯერობით მადრიდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და თუ გუნდის ხელმძღვანელობა, გულშემატკივარი და ფეხბურთელები კმაყოფილნი იქნებიან, მე დავრჩები მადრიდში".

მოურინიომ კომენტარი გააკეთა შაბათს გამართულ ფინალზეც: "ბარსელონამ" მთელი სეზონი კარგად ჩაატარა, იოლად დაძლიეს რამოდენიმე მატჩი, ასევე მოიგეს ნახევარფინალიც, მაგრამ ფინალში ისინი უფრო კარგად გამოიყურებოდნენ, ვიდრე დანარჩენ სეზონში".

და ბოლოს, მოურინიომ სურვილი გამოთქვა გუნდში ადებაიორის დარჩენის, ხოლო პედრო ლეონს გუნდიდან წასვლა ურჩია, თუნდაც იჯარით, რადგან ეს მისთვის მოურინიოს აზრით საუკეთესო გამოსავალია.
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 784 | დაამატა: dj | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
="background:url('/syler/adm-bg.png')#E4E4E4;">
კომენტარის დამატება
Name *:
Email:
WWW:
Code *:
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz