ძნელია ისეთი სანაკრებო მატჩის გახსენება, როცა "ჯვაროსნების” გასვლით
ასპარეზობას ამდენი ქართველი ვიპ-სტუმარი დაესწრო. მაღალი თანამდებობის
ქართველების სიმრავლეს (ადრე ანონსირებულ გიგი უგულავას, გია ნაცვლიშვილს,
ზაზა გოროზიას, დავით ნამგალაურს, ლადო ვარძელაშვილს, დავით ტყეშელაშვილიც
დაემატა), ტრიბუნაზე მყოფი ათასამდე "ჩვეულებრივი” ქომაგი დაუმატეთ და ამ
შესარჩევი ციკლის მეორე ებრაულ-ქართული საევროჩემპიონატო პაექრობა თითქმის
მშობლიურ გარემოში შედგა.
ძალიან დაძაბულ მატჩში, საქართველომ ჯგუფის ლიდერი ხორვატიის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 1:0. მატჩის 90-ე წუთზე, გადამწყვეტი გოლი ლევან კობიაშვილმა გაიტანა...
პირველი ტაიმი ხორვატთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა თემურ ქეცბაიამ გუნდის გადაწყობა შეძლო და მეორე ტაიმი ქართველებმა გაცილებით უკეთ ჩაატარეს. ჩვენი ნაკრების მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალა მას შემდეგ, რაც მოედანზე გოგიტა გოგუა შემოვიდა. შეიძლება ითქვას გოგუას შემოსვლის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა. მეორე ტაიმის მიწურულს ქართველების მორიგი შეტევა გოლით დააგვირგვინა ლევან კობიაშვილმა. შეხვედრას ასევე დაესწრო საქარველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დიდი მადლობა მოვახსენოთ ქართული სპორტის ქომაგებს, რომლებიც ერთი წუთითაც კი არ გაჩერებულან და მთელი მატჩის განმავლობაში ამხნევებდნენ ქართველ ფეხბურთელებს...
გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას!
ესპანეთის ნაკრებმა წლევანდელი ევრობასკეტის წინ, შესაძლოა, სერიოზული
შევსება მიიღოს. ამ გუნდში თამაშის სურვილი გამოთქვა "ოკლაჰომას" მძიმე
ფორვარდმა სერჟ იბაკამ.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის "ერთა თასის" 2012 წლის
გათამაშების ბოლო მატჩში რუსეთის ნაკრებთან ანგარიშით 15:9 გაიმარჯვა.
თამაში სოჭში, "სლავა მეტრეველის" სახელობის არენაზე გაიმართა და
მიუხედავად ცუდი მოედნის საფარისა, "ბორჯღალოსნებმა" დამაჯერებლად
გაიმარჯვეს.
sports.ru-მ საინტერესო ათეული გამოაქვეყნა – იმ ფეხბურთელების სია,
რომლებიც ფეხბურთს მშვენივრად თამაშობდნენ, მაგრამ აღნაგობით ფეხბურთელებს
არ ჰგავდნენ. ათეულში არიან როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი მოთამაშეები და
მათ შორისაა ქართველი ზაზა ჯანაშიაც, თუმცა, მეათე ადგილზე.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორცმაცია ბილეთების რაოდენობასთან და გაყიდვასთან დაკავშირებით საქართველოსა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის დროს რომელიც 26 მარტს გაიმართება. ბილეთების ფასი 5 ლარიდან 30 ლარის ჩათვლითაა და გაყიდვაში 20 მარტიდან იქნება. გაყიდვაში იქნება:
საქართველოს 21– წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ოთარ გაბელიამ, ავსტრიის ოთხთა ტურნირზე გამგზავრების წინ, ნაკრებში ოფიციალურად მოიწვია გერმანული „ვოლსფსბურგის" ფეხბურთელი – აკაკი გოგია.