მთავარი » 2011 » აპრილი » 17 » არომატული ინფორმაცია
4:40 PM არომატული ინფორმაცია |
სუნამოს შესაძენად დილით, თანაც თბილ ამინდში წასვლას გირჩევთ. ვიდრე სუნამოს შეიძენდეთ, ის მაჯაზე იპკურეთ, მასში შემავალ სპირტს აორთქლება აცალეთ და მერე გადაწყვიტეთ, იყიდოთ თუ არა.
თეთრი დათვები მეტად მახვილი ყნოსვით გამოირჩევიან. ისინი ყინულის (ყინვა სურნელის ცუდი გამტარია) სქელი ფენის ქვეშაც კი თავიუსფლად აგნებენ თევზს.
რამდენიმე ათეული წლის წინ, დაავადებათა დიაგნოსტიკას სურნელის მიხედვით ახდენდნენ. მაგალითად, მიიჩნდევდნენ, რომ დიაბეტით დაავადებულთა ამონასუნთქს აცეტონის სუნი დაჰკრავდა.
ყნოსვის უნარი თითქმის ყველა ადამიანს ერთნაირად აქვს განვითარებული, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც მაგალითად, ეთილმერკაპთანის (ბუნებრივ აირს ამ ნივთიერებას სპეციალურად უმატებენ, რათა გაჟონვა მალევე დადგინდეს) სუნს ვერ გრძნობს.
პარფიუმერების აზრით, თქვენ ისეთი სუნამო უნდა შეარჩიოთ რომლის არომატსაც გარშემო მყოფები გრძნობენ, თავად კი - ვერა.
თუ თაყვანისმცემელმა თავი მოგაბეზრათ, გაარკვიეთ, რომელი სუნამო არ უყვარს და პაემნის წინ იპკურეთ ხოლმე. სურნელმა შეიძლება, ადამიანი შეგაყვაროთ ან პირიქით - შეგაძულოთ.
თითოეულ ადამიანს თავისებური სუნი აქვს. როგორც თითის ანაბეჭდები განსხვავდება ერთმანეთისგან, ასევე განსხვავდებიან ადამიანები სუნის მიხედვით.
აზრი თითქოს მთელი ცხოვრება ერთი და იგივე სუნამო უნდა იპკუროთ მცდარია. სხვადასხვანაირი არომატი ცხოვრებას გაგიმრავალფეროვნებთ.
არომატთა მრავალფეროვნების მიუხედავად, მამაკაცები ქალის ბუნებრივ სურნელს ანიჭებენ უპირატესობას. ცნობილი ისტორიული ფაქტია, როცა ლაშქრობისას ბონაპარტე ჟოზეფინას შემდეგი შინაარსის წერილებს სწერდა: "ვბრუნდები, 8-10 კვირის შემდეგ შინ ვიქნები. გიკრძალავ აბაზანის მიღებას!"
თუ ქმარს საყვარელი ჰყავს, ამის შესახებ ქალს, პირველ რიგში, "მესამე თვალი" და "მეორე ცხვირი" ამცნობს.
|
კატეგორია: გოგოებისთვის |
ნანახია: 832 |
დაამატა: George
| რეიტინგი: 0.0/0 |
|