მოგესალმები, სტუმარი | RSS
ოთხშაბათი, 2024-11-27, 11:40 PM
მთავარი » 2011 » მარტი » 15 » 10 ფაქტი ცუნამის შესახებ
9:54 PM
10 ფაქტი ცუნამის შესახებ
10 ფაქტი ცუნამის შესახებ


1. სიტყვა "ცუნამი" იაპონური ენიდან წარმოიშვა. იგი ითარგმნება, როგორც "ტალღა ყურეში". ადრე ცუნამს "მიქცევის და მოქცევის ტალღა"-საც ეძახდნენ. ეხლა კი ეს ტერმინი აღარ გამოიყენება, რაგდან ცუნამს არაფერი აქვს საერთო მოქცევასთან.

2. ცუნამი მთელი რიგი რამოდენიმე ზედმიწევნით წამოსული ზედაპირული ტალღებისგან შედგება და არა ერთისგან. დიდი ცუნამის დროს ტალღები ნაპირამდე რამოდენიმე საათის განმავლობაში მოდიან და არაა აუცილებელი პირველივე ტალღა იყოს დამანგრეველი.

3. უმეტეს შემთხვევაში ცუნამი მიწისქვეშა ბიძგებისგან და მიწისძვრებისგან წარმოიქმნება. ა.შ.შ-ს გეოლოგიური სამსახურის კვლევების მიხედვით , კატასტროფას , რანაირიც სამოაში მოხდა 8 ბალის სიძლიერის წყალქვეშა ძვრა იწვევს. მიწისძვრა წარმოქმნის ცუნამს, თუ იგი საკმაოდ ძლიერია იგი წყლის ძლიერ მასებსაც აიძულებს გადაადგილებას.

4. ცუნამის 80% წყნარ ოკეანეში ხდება.

5. პირველი ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ცუნამი ზღვის ფსკერის რხევის შედეგად წარმოიქმნება, გამოთქვა ძველმა ბერძენმა ისტორიკოსმა- ფუკიდიდმა ჩვ.წ-426 წელს წიგნში "პელოპონესის ომის ისტორია".

6. ვულკანების ამოფქრვევამ, ზვავის მასიურმა ჩამოწოლამ, მეტეორების ჩამოვარდნამ და წყალქვეშა ატომურმა აფეთქებებმაც ასევე შეიძლება გამოიწვიონ ცუნამი. სხვა მიზეზები ციკლონები ან ამინდის პირობებია. ქარიშხლისგან გამოწვეულ ცუნამს- "მეტეოცუნამი" ეწოდება. ასეთი ცუნამი მაიანმარს (ბურმა) დაატყდა თავს 2008 წელს.

7. ვიზუალურად დიდი ტალღების მიუხედავად ხმელეთისკენ მომავალი ტალღების სიმაღლე ღია ოკეანეში ხშირად ერთ მეტრს არ აღემატება, ხოლო მისი სიგრძე კი შეიძლება 190 კმ.-იყოს. ტალღების სიჩქარე 800კმ/სთ-ზე მეტია- ეს რეაქტიული თვითმფრინავის სიჩქარეა.

8. როდესაც ცუნამი არაღრმა წყალს აღწევს, მისი ტალღები იკუმშება, ტალღების სიგრძე პატარავდება, ხოლო სიმაღლე კი -იზრდება. ტალღა სიჩქარეს კარგავს თუმცა იგი მაინც ანვითარებს 80კმ/სთ-ს.

9. ცუნამის წინასწარი დადგენა თითქმის შეუძლებელია. ზოგ შემთხვევაში მხოლოდ გაფრთხილების მიცემა შეიძლება, როდესაც წყალი სანაპიროებიდან გადის.

10. 10 წლის ინგლისელმა გოგონამ ტილი სმიტმა თითქმის ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა 2004 წელს ინდოეთის ოკეანეში მომხდარი ცუნამის დროს. გეოგრაფიის გაკვეთილზე მან მოისმინა, რომ სანამ ცუნამი მოხდება, წყალი სანაპიროებიდან დაუყოვნებლივ გადის. გოგონამ გააფრთხილა მშობლები, რომლებმაც პირველ რიგში მეზობლებს აცნობეს. ამის შემდეგ იგი გამოვიდა "ООН"-ში და მის საპატივცემლოდ ასტეროიდს სახელიც კი დაარქვეს- "20002 ტილისმიტი".
ნანახია: 1107 | დაამატა: GaGi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
="background:url('/syler/adm-bg.png')#E4E4E4;">
კომენტარის დამატება
Name *:
Email:
WWW:
Code *:
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz