არსებობს დახურული და ღია კითხვები. ღია კითხვა არის მაშინ როცა მე
შემიძლია შენ გიპასუხო დაწვრილებით და სრულად. დახურული კითხვა კი როდესაც
მხოლოდ კი ან არა. ახლა მე შემოგთავაზებთ რამოდენიმე გამოცანას და თქვენ
კომენტარების საშუალებით დამისვამთ დახურულ კითხვებს, რათა გამოიცნოთ
ქვემოთ მოყვანილი გამოცანები
1944 წელს იელის უნივერსიტეტმა კერძო კოლექციონერისგან პატარა ქვა შეიძინა,
რომელზედაც კვადრატი, დიაგონალები და რიცხვები იყო ამოკაწრული ლურსმნული
დამწერლობით. ქვა ჩვ. წ.აღ.-მდე მე-18 საუკუნით თარიღდება და ევფრატისა და
ტიგროსის დელტაშია ნაპოვნი, ანუ იქ სადაც ოდესღაც ძვ. ბაბილონელები
სახლობდნენ. თანამედროვე მეცნიერებას ძალიან გაუმართლა, რომ ეს ქვა
აღმოჩენილი იქნა, ვინაიდან ჩვენ არაფერი გვეცოდინებოდა ძვ. ბაბილონელთა
გონიერების გაქანების შესახებ.
ისტორიას ახსოვს აღმოჩენისა და გამოგონების დამთხვევის ან განმეორების
უამრავი ფაქტი, როდესაც, ერთ და იმავე დროს, სხვა და სხვა ქვეყნებში,ზოგჯერ
კონტინენტებზეც კი, მეცნიერები და გამომგონებლები ერთმანეთისგან
დამოუკიდებლად, ერთდროულად მისულან ერთნაირ მიგნებამდე. როგორ უნდა გავიგოთ
და შევაფასოთ ამგვარი შემთხვევები?
ეს უცნაური გარეგნობის მამაკაცი ერიკია. ის 1972 წელს დაიბადა.
ქვეწარმავლების მოყვარულმა ერიკმა, პირველი, რაც საყვარელ არსებებთან მსგავსებისათვის გააკეთა, ის იყო, რომ ენა ორად გაიჭრა.
მისი სხეული სრულად ტატუირებულია. სტომატოლოგების დახმარებით კი მისი კბილები ბასრი და წვეტიანია.
ერიკის ერთ-ერთი გასართობი ყურებზე სიმძიმეების ჩამოკიდებაა, თუმცა ეს მის
გასართობებს შორის ყველაზე უწყინარია… ერიკი არც ცხვირში ლურსმების გაყრაზე
ამბობს უარს.
მეთევზე ბლერ დუჩეტმა ძალიან იშვიათი, ლურჯი ჯავშნის მქონე კიბორჩხალა
დაიჭირა კანადის წყლებში, ასეთი კიბოები მხოლოდ 4 მილიონში ერთი ცალი
იბადება და მათი ლურჯი ფერი გენეტიკური მუტაციის, ანუ ევოლუციის შედეგია.
კიბო იღბლიანმა მეთევზემ, ადგილობრივ აკვარიუმს აჩუქა.