მოგესალმები, სტუმარი | RSS
ოთხშაბათი, 2024-11-27, 11:34 PM
მთავარი » 2011 » ივნისი » 7 » მოძრავი ქვების ველი
10:59 PM
მოძრავი ქვების ველი
ვერცერთი მეცნიერი ვერ ხსნის გასაოცარ ფაქტს,რომელიც სიკვდილის ველის სამხრეთ ნაწილში მდებარე დამშრალი ტბის ფსკერზე ხდება.სიკვდილის ველი ეს არის ნაკრძალი აშშ–ში,რომელიც მდებარეობს კალიფორნიის აღმოსავლეთ ნაწილში და არის ყველაზე ცხელი წერტილი დედამიწაზე.სიკვდილის ველის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს დამშრალი ტბის რეისტრეკ_პლაიას (Racetrack Playa) თიხის ფსკერი,რომელსაც იქ არსებული ფენომენის გამო უწოდებენ მოძრავი ქვების ველს.ამ დამშრალი ტბის ფსკერზე მოძრაობს 30 კილოგრამიანი და მეტი წონის მქონე ქვები,რომლებიც მინიმუმ 10 მეტრი სიგრძის კვალს ტოვებენ.ერთ–ერთი ჰიპოთეზა ამ მოვლენის შესახებ გახდა მაგნიტური ველის თეორია,თუმცა უფრო დამაჯერებელი ვერსია გახლავთ ის რომ,ამ ქვებს გადააადგილებენ ქარები.ეს თეორია წამოაყენა პროფესორმა პაულა მესინამ.მისი გამოკვლევები ატმოსფერო–გეოლოგიური პროცესების შესახებ,რომელიც ხდება სიკვდილის ველზე,გახდა მისი დისერტაციის თემა.აქ მან წარმოადგინა დამშრალი ტბის ფსკერზე ჰაერის მასების გადაადგილების მოდელი:ქარბუქის შემდეგ ქარები ორ მხარეს გადაადგილდება,რაც გამოწვეულია იმ ადგილის რელიეფის გამო.პროფესორის ვარაუდით ზუსტად ეს არის ქვების გადაადგილების მიზეზი.ამ ტბის მიდამოებში არის პატარ–პატარა ტორნადოებიც და ესეც ხელს უწყობს ამ საოცარ ფენომენს.ეს მოვლენა სრულად არ არის შესწავლილი და ზემოთ აღნიშნული მსჯელობები მხოლოდ თეორიებია.ასე რომ მეცნიერებს წინ კიდევ ბევრი სამუშაო ელოდებათ.













კატეგორია: უცნაური | ნანახია: 886 | დაამატა: dj | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
="background:url('/syler/adm-bg.png')#E4E4E4;">
კომენტარის დამატება
Name *:
Email:
WWW:
Code *:
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz