გამარჯობა ყველას! აი მეც :) რა ხანია პოსტი არ დამიწერია..ახლა კი თითქოს მუზა მოვიდა :) მემგონი საინტერესო პოსტია…თქვენ შეაფასეთ
მაშ ასე,დავიწყოთ.
1.მიუტერის სამედიცინო ისტორიის მუზეუმი ფილადელფიაში
ეს არის პათოლოგიის,ძველი სამედიცინო ხელსაწყოების მუზეუმი,ის
განლაგებულია ამერიკის უძველეს სასწავლებლო კომპლექსში.ეს მუზეუმი
სახელგანთქმულია თავის ქალების უდიდესი კოლექციით,ასევე აქ შეკრებილია
სხვადასხვანაირი უნიკალური ექსპონატები.მაგ.: ქალის ცხედარი,რომელიც მიწაში
საპნად გადაიქცა,სადაც ის იყო დამარხული.აქ ასევე შეგიძლიათ ნახოთ სიამის
ტყუპები ერთი ღვიძლით ორივეზე,ორთავიანი ბავშვის ჩონჩხსაც მოკრავთ
თვალს..მოკლედ ბევრი საინტერესო მაგრამ საშინელი ექსპონატია.
2.ლაგუნა "ტრუკი” მიკრონეზიაში
იაპონური სამხედრო-საზღვაო ძალების უდიდესი ნაწილი ახლა ზუსტად ლაგუნას
ფსკერზე დევს.მიკრონეზია ჰავაის არქიპელაგის სამხრეთ-დასავლეთ
ნაწილშია.ლაგუნას ფსკერი,რომელიც გამოიკვლია ჟაკ კუსტომ 1971
წელს,დაფარულია სამხედრო გემების ნაწილებით,რომლებიც 1944 წელს
ჩაიძირა.ახლა ისინი დაივერებისთვისაც ხელმისაწვდომია.თუმცა…ბევრს ახლაც
ეშინია იმ ეკიპაჟების,რომლებმაც ვერ მოასწრეს პოსტის
დატოვება.ცნობისმოყვარე ტურისტებს ხშირად ემართებათ უცნაურობები…სადაც შენი
საქმე არაა,არ უნდა ჩაყო ცხვირი :)
3.მაგიური ბაზარი სონორა მეხიკოში,მექსიკაში
მეხიკოს ალქაჯები,რომლებიც თავის კაბინკებში სხედან,10 დოლარად
გპირდებიან სიღარიბისგან სწრაფ გაავისუფლებას.კაბინკების კედლებზე კი
გალიებში ჩასმულები არიან იგუანები,მტაცებელი ფრინველები და ა.შ. ეს ბაზარი
ყოველდღე არის ღია ტურისტებისთვის,რომლებიც აქ სპეციალურად ჩამოდიან.ეს ის
ადგილია,სადაც მკვიდრი მოსახლეობა ყიდულობს ათას სისულელეს,რომელიც მათ
"ჯადოსგან” იხსნის.ნამდვილ ენთუზიასტებს კი შეუძლიათ იყიდონ გველის
სისხლი,რათა მათი ბიზნესი განვითარდეს.
4.აღდგომის კუნძული,ჩილე
ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და საიდუმლოებით მოცული ადგილი ზუსტად
აღდგომის კუნძულია,რომლეზეც უდიდესი ზომის,ქვისგან გამოთლილი ურჩხულების
ნაკეთობებია.ეს გიგანტები ცაში იყურებიან,თითქოს დამნაშავენი არიან რაიმე
დანაშაულში.მხოლოდ ქვებმა იციან,სად გაქრა ხალხი,ვინც მათ აკეთებდა..ამ
კუნძულზე არავინ სხვამ არ იცის,როგორ გააკეთოს მსგავსი რამ.მათი სიმაღლე 20
მეტრია,ხოლო სიმძიმზე 90 ტონა! ახლა აღდგომის კუნძულზე,სადაც ოდესღაც
სახლობდა მშვენიერი ცივილიზაცია, აქა-იქ თუ მოჩანს სიცოცხლის ნიშნები
და..არავინ არ იცის საიდან "მოვიდნენ” ეს ურჩხულები და ვინ გააკეთა ისინი.
5.მანჩაკის ჭაობი ლუიზიანაში
ჩირაღდნის შუქზე,ჭაობის გადამცურველ ტურისტებს გარს აკრავს ლიანები( ასე
ქვია?).საშინელი ყმული,რომელიც შორიდან ისმის,შეიძლება ვერვულფს
ეკუთვნის.მანჩაკის ჭაობს მეორენაირად ეძახიან მოჩვენებების ჭაობს.ეს ჭაობი
ნიუ-ორლეანის მახლობლად მდებარეობს,ის გოთების "ოცნებაა”.ამბობენ,რომ ეს
ჭაობი ვუდუს დედოფალმა დაწყევლა,როდესაც იგი ტყვედ აიყვანეს მეოცე საუკუნის
დასაწყისში.1915 წლის ქარიშხლის შედეგად აქ 3 სოფელი გაქრა…
6.პარიზის კატაკომბები,საფრანგეთი
გრძელი კარიდორის გასწვრივ დაწყობილია თავის ქალები და ჩონჩხები,თითქოს
რაიმე პროდუქტი-საწყობზე…აქ მშრალი ჰაერია და ხრწნის სუნი იგრძნობა.არის
საფრანგეთის რევოლუციის დროინდელი წარწერები,რომელნიც წყევლიან მეფეს.იმის
შემდეგ,რაც პარიზის კატაკომბებში მოხვდები,ხვდები,თუ რატომ დაწერეს ვიქტორ
გიუგომ და ენ რაისმა ზუსტად ამ ადგილზე.კატაკომბების სიგრძე 187 კილომეტრია
და მათი მხოლოდ პატარა ნაწილია ღია მნახველებისთვის.ამბობენ რომ დანარჩენ
ნაწილს პოლიციელები აკონტროლებენ,მაგრამ უფრო საინტერესო იქნებოდა,თუ ეს
ვამპირები იქნებოდნენ :)
7.ვინჩესტერების სახლი
რომელზეც ბევრი ინფორმაციაა საიტზე და შესაბამისად აღარ გავმეორდები :)
8.მერი კინგის ჩიხი ედინბურგში
ეს რამოდენიმე ქუჩა,საშინელი წარსულით.ეს ის ადგილია,სადაც კეტავდნენ
შავი ჭირით დაავადებულებს მე17-ე საუკუნეში..თუ მოგწონთ ადგილები
მოჩვენებებით- ის ზუსტად სათქვენოა.განსაკუთრებით მამაც ტურისტებს,რომლებიც
დათანხმდნენ ექსკურსიაზე,ხელებზე და ფეხებზე ვიღაც უხილავი კიდებს
ხელს.თვლიან,რომ ეს ენნის მოჩვენებაა,ახალგაზრდა გოგონასი,რომელიც მისმა
მშობლებმა 1645 წელს იქ დატოვეს.ასი წლის შემდეგ,მერი კინგის ჩიხის ადგილას
ააშენეს ახალი სახლი.2003 წელს,ტურისტებისთვის,რომლებსაც მოსწონდათ
მისტიკა,გახსნეს ჩიხი.გულადი ექსკურსიამძღოლები გაგიყვანენ და
დაგათვალიერებინებენ ამ ჩიხს.
9.ტელემური სააბატო,სიცილიაში
ალისტერ კროული- ალბათ,მსოფლიოში ყველაზე სამარცხვინო ოკულტისტია და ეს
ქვის ფერმერული სახლი,საშინელი ფრესკებით რომაა სავსე,ოდესღაც იყო მსოფლიოს
დედაქალაქი სატანისტურ ორგიებში.ნუ ყოველ შემთხვევაში,ასე თვლიდნენ მეოცე
საუკუნეში.კროული ცნობილია თავისი თაყვანისმცემლებით,როგორიც მერლინ
მენსონი,და იმ ფაქტით,რომ ბითლზების ალბომის ყდაზე მოხვდა.(Sgt. Pepper`s
Lonely Hearts Club Band.)ალისტერმა დაარსა ეს სააბატო.ახალბედებს
აიძულებდნენ კოშმარების ოთახში გაეტარებინათ ღამე,სადაც ჰეროინით
გაჭყიპულები,დედამიწის,ჯოჯოხეთის და სამოთხის ფრესკებს უყურებდნენ.1945
წელს კენეტ ეჯერმა გამოიყენა ეს ისტორია და ფილმიც გადაიღო,რომელიც
შემდგომში გაქრა….ახლა ეს სააბატო სრულიად დანგრეულია.
10.ჩერნობილი,უკრაინა
უკრაინაში, ტურისტები,რომლებიც დავიწყებულ ქალაქ პრიპიაწში
მოხვდებიან,ჩნდებიან ყველასგან გარიგულ ადგილას.აქ ყველა ნივთი სიჩქარეში
არის დატოვებული,იმ 1986 წლის მოვლენის შემდეგ.ბინები ღიაა,ყველაფერი
მიტოვებულია…ქალაქი ჩამკვდარია…იმ დროის გაზეთები მიწაზე წაუკითხავი
ყრია.ახლა,როდესაც რადიაციის დონემ,იქ ცოტახნით ყოფნისთვის
დაიწია,ჩერნობილი ტურისტებისთვის გახსნეს.ექსკურსიები თითქმის
ერთნაირია,რადგანაც გადაადგილების ზონა მკაცრად კონტროლდება.როგორც
წესი,ტურისტები კიევამდე მიდიან,შემდეგ კი ფეხით ჩერნობილამდე და
ათვალიერებენ ქალაქ-მოჩვენებას…
ყველას დიდი მადლობა,რომ წაიკითხეთ :) BY DJ
|