მთავარი » 2011 » მარტი » 17 » აკაკი გოგია საქართველოს U21– ში ვერ ითამაშებს
2:27 PM აკაკი გოგია საქართველოს U21– ში ვერ ითამაშებს |
საქართველოს 21– წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ოთარ გაბელიამ, ავსტრიის ოთხთა ტურნირზე გამგზავრების წინ, ნაკრებში ოფიციალურად მოიწვია გერმანული „ვოლსფსბურგის" ფეხბურთელი – აკაკი გოგია.
საპასუხოდ, სფფ– ში მოვიდა გოგიას წერილი, სადაც ის უარს ამბობს ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში თამაშზე. ამ საკითხზე, ოფიციალური კომენტარი გააკეთა სფფ– ს ტექნიკურმა დირექტორმა – ნიკოლოზ ჩხეიძემ. „აკაკი გოგიას ჩვენ გავუგზავნეთ ოფიციალური მოწვევა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, ავსტრიის ოთხთა ტურნირისთვის. მისგან კი, საპასუხოდ მივიღეთ წერილი, სადაც გვატყობინებს, რომ ამ ეტაპზე, თავს იკავებს საქართველოს ნაკრებში თამაშისგან, რადგან გერმანიის U20- ის შემადგენლობაში გამოდის. თუმცა, სფფ აგრძელებს მუშაობას, რომ აკაკი გოგიამ სამომავლოდ მაინც ითამაშოს საქართველოს ნაკრებში,"– აცხადებს ჩხეიძე.
|
კატეგორია: სპორტი |
ნანახია: 944 |
დაამატა: GaGi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|