სახლში დაბრუნებული ქმარი ცოლს უახლოეს მეგობართან ლოგინში მიუსწრებს, აიღებს პისტოლეტს და მოკლავს. – ცოლი საწოლიდან წამოდგება და ეუბნება: – შენ თუ ასე გააგრძელე, მალე მეგობრების გარეშე დარჩები... * * * ჭიჭიკიას სარა მოეწონება და ეუბნება: – 100 ლარს მოგცემ და მომეცი. – არა! – პასუხობს სარა. – ყველაფერი უცბად იქნება, ფულს ძირს დავაგდებ და სანამ აიღებ, საქმე დამთავრებული მექნება. სარა დაფიქრდება და ეუბნება: – მოშეს დავურეკავ და ვკითხავ. დაურეკავს მოშეს. მოშე პასუხობს: – 200 ლარი მოსთხოვე და ძირს რომ დააგდებს, ისე სწრაფად აიღე, რომ შარვლის გახსნაც კი ვერ მოასწროს და მერე დამირეკე. გადის 15 წუთი, სარა არ რეკავს. გადის 30 წუთი, სარა მაინც არ რეკავს. გადის 45 წუთი და მოშე თავად ურეკავს სარას და ეკითხება, რა მოხდა. – ჭიჭიკიამ 200 ლარი ხურდა ფულით დამიყარა, – პასუხობს სარა. * * * კაცი სკამზე მჯდომ ქალს უკნიდან მიეპარება და მოეხვევა. ქალი შემობრუნდება და სილას გააწნავს. – ბოდიში, უკნიდან ძალიან გავხართ ჩემს მეუღლეს და ვიფიქრე, რომ ის იყავით. – ოჰ, შე ლოთო, უტვინოვ! – პასუხობს ქალი. – აუ მგონი მართლა ჩემი ცოლი ხარ! * * * ორი ნაცნობი საუბრობს. ერთი ამბობს: – ვოცნებობ, თვეში 10 ათასი დოლარი მქონდეს შემოსავალი, მამაჩემივით. – მამაშენი თვეში 10 ათასს შოულობს? – ეკითხება განცვიფრებული. – არა, ისიც ჩემსავით ოცნებობს. * * * ექიმთან მიღებაზე. – ექიმო, ბოლო დროს ძალზე შეშფოთებული ვარ ჩემი გონებრივი შესაძლებლობებით. – რაშია საქმე? როგორი სიმპტომები გაქვთ? – ეკითხება ექიმი. – ძალზე საგანგაშოა, ყველაფერი, რასაც ჩემი ცოლი ამბობს, ჭკვიანური მგონია. * * * თევზის მაღაზიაში მყიდველი შევიდა. ყველაზე დიდი თევზი შეარჩია და გამყიდველს ეკითხება: – თევზი ახალია? – რა თქმა უნდა! – პასუხობს გამყიდველი. – თვალები რატომ არ უჩანს? – სძინავს. – კი მაგრამ, ასე რატომ ყარს? – თქვენ რა, როცა გძინავთ საკუთარ თავს აკონტროლებთ? * * * სომხეთის რადიოს ეკითხებიან: – რა ემუქრება სიძეს, რომელიც სიდედრს ზღვაში დაახრჩობს? – დაადანაშაულებენ გარემოს დაბინძურებაში. * * * მასწავლებელი მათემატიკის გაკვეთილზე ბავშვებს ეკითხება: – მიპასუხეთ, რამდენია თქვენი ვალი, მეხორცესი 155 ლარი გმართებთ, მცხობელის – 90 ლარი, სასმელების მაღაზიაში 117 ლარი გაქვთ ვალი, ხოლო პროდუქტების მაღაზიაში 210 ლარი? აბა, გივიკო, შენ მიპასუხე. – მასწავლებელო, არ ვიცი, რამდენია ჩვენი ვალი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ბინას ვიცვლით. * * * ჟურნალისტი ჩუქჩას ინტერვიუს ართმევს: – დღეში რამდენს გამოიმუშავებთ ირმების რქებისგან? – შავებისგან თუ თეთრებისგან? – ვთქვათ, შავებისგან. – 500 მანეთს. – თეთრებისგან? – 500 მანეთს. – ერთი ირმისგან დღეში რამდენ ლიტრ რძეს იღებთ? – შავებისგან თუ თეთრებისგან? – შავებისგან. – 3 ლიტრს. – თეთრებისგან? – მათგანაც 3 ლიტრს. – თუ ყველაფერი ერთნაირადაა, რა გამიწყალე გული შავი–თეთრით? – შავები ჩემია! – თეთრები? – თეთრებიც! * * * მერვე თვეში მყოფი ფეხმძიმე ცოლი ღამე ქმარს აღვიძებს და ეუბნება: – ძვირფასო, საშინელი სიზმარი ვნახე, ორთავიანი ზანგი შვილი გვეყოლა! ქმარი მეუღლეს აწყნარებს: – ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. მეორე ღამესაც იგივე გამეორდა, ქმარი ისევ აწყნარებს ცოლს. მესამე ღამესაც იგივე მეორდება. ქმარი ნერვიულობას იწყებს. ასე ყოველ ღამეს. ბოლოს, როგორც იქნა, მშობიარობის დრო მოვიდა. ცოლი სამშობიაროში დააწვინეს. ქმარი მისაღებში ზის და ელოდება. გამოდის ბებიაქალი სახის უჩვეულო გამომეტყველებით და კაცს ეუბნება: – ჯანმრთელი შვილი გეყოლათ, მხოლოდ, ეგ არის... – ნუთუ ორთავიანი ზანგი დაიბადა?! – არა, ერთი თავი აქვს, ოღონდ ზანგია... – მადლობა ღმერთს!
|