მთავარი » 2011 » მარტი » 16 » არისტოკრატული ზრდილობა
8:38 PM არისტოკრატული ზრდილობა |
ამ მატჩზე კი ბევრი არაფერია სალაპარაკო და ეჭვი გვაქვს, გასაანალიზებელი არც თამაშის მერე გვექნება ბევრი რამ. "ჩელსიმ" პირველი მატჩი იმდენად დამაჯერებლად მოიგო (2:0 კოპენჰაგენში, ნიკოლა ანელკას დუბლით), ლონდონელები მეოთხედფინალში რომ ვერ გავიდნენ, ყველა დროის უდიდეს სენსაციასთან გვექნება საქმე.
კარლო ანჩელოტიმ შესაძლოა, ძირითადში აღარ გაამწესოს ფერნანდო ტორესი, რომელმაც "სტემფორდ ბრიჯზე" იმედები ჯერ ვერ გაამართლა. თუ ანჩელოტი ესპანელ გოლეადორს სკამზე დატოვებს, მაშინ სასტარტოში დიდიე დროგბას ვიხილავთ და ანელკას წინა ხაზზე სწორედ კოტ დ"ივუარელი შეუწყვილდება.
მატჩისწინა კომენტარებში საინტერესო ფაქტობრივად არაფერი თქმულა - "ჩელსის" ფეხბურთელები ზრდილობის გამო ფრთხილობენ. მაგალითად, სალომონ კალუმ განაცხადა, რაკი "კოპენჰაგენი" მერვედფინალშია, ე.ი. ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის და მიუხედავად იმისა, რომ პირველი შეხვედრა, თანაც სტუმრად 2:0 მოვიგეთ, მაინც სიფრთხილე გვმართებსო. არადამ რა უნდა მოხდეს, რომ "ჩელსიმ" "სტემფორდ ბრიჯზე" 0:3 წააგოს, ან თუნდაც 0:2, რომელიც მატჩს დამატებით დროში გადაიყვანდა?
სავარაუდო შემადგენლობები ჩელსი (4-4-2): ჩეხი - ბოსინგვა, ივანოვიჩი, ტერი, ე. კოული - რამირესი, ესიენი, ლემპარდი, მალუდა - ტორესი (ან დროგბა), ანელკა. კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - კვისტი, იორგენსენი, ანტონსონი, ვენდტი - ბოლანოსი, კლაუდემირი, კრისტენსენი, ვინგაარდი - სანტინი, ნ"დოიე. არბიტრი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)
ჩელსი-კოპენჰაგენი პირველი მატჩი: 2:0
|
კატეგორია: სპორტი |
ნანახია: 890 |
დაამატა: GaGi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|