მთავარი » 2011 » მარტი » 16 » ავთანდილ ხურციძე
|
ინტერნეტ-გამოცემა BoxingScene.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, WBA-ს (მსოფლიო კრივის ასოციაციის) ვერსიით, მსოფლიოს უძლიერეს საშუალოწონოსანს, გერმანელ ფელიქს შტურმს საჩემპიონო ქამრის დასაცავი ორთაბრძოლის ავთანდილ ხურციძესთან ჩატარება სურს. შტურმის წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით, უკრაინულ პრომოუთერულ კომპანიასთან – Elite Boxing Promotion-თან მოლაპარაკების წამოწყებას აპირებენ. ეს ინფორმაცია, უკვე თავად უკრაინული პრომოუთერული კომპანიის ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც გამოაქვეყნა, ოღონდ ოფიციალური განმარტებისა და კომენტარის გარეშე. თუკი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, მაშინ ხურციძისა და შტურმის დაპირისპირება, სავარაუდოდ, ზაფხულში შედგება. სასწორზე კი 2 საჩემპიონო ქამარი დაიდება. გერმანელის ტიტულზე უკვე მოგახსენეთ, "ტორნადოდ” წოდებული ქართველი კი, შეგახსენებთ, IBO-ს (საერთაშორისო კრივის ორგანიზაციის) ვერსიითაა მსოფლიოს ჩემპიონი – ეს წოდება მან 13 მარტს, თბილისში, პოლონელი მარიუშ სენდროვსკის დამარცხების შედეგად დაიმსახურა.
|
კატეგორია: სპორტი |
ნანახია: 883 |
დაამატა: GaGi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|