მოგესალმები, სტუმარი | RSS
ოთხშაბათი, 2024-11-27, 11:53 PM
მთავარი » 2011 » მარტი » 19 » ბორჯღალოსნების წარმატება სოჭში!
7:55 PM
ბორჯღალოსნების წარმატება სოჭში!
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის "ერთა თასის" 2012 წლის გათამაშების ბოლო მატჩში რუსეთის ნაკრებთან ანგარიშით 15:9 გაიმარჯვა. თამაში სოჭში, "სლავა მეტრეველის" სახელობის არენაზე გაიმართა და მიუხედავად ცუდი მოედნის საფარისა, "ბორჯღალოსნებმა" დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

ქართველი მორაგბეები პირველი ტაიმის დასაწყისშივე დაწინაურდნენ. მეოთხე წუთზე ჯარიმა ზუსტად მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა. რუსებმა საპასუხო ჯარიმის გატანა და ანგარიშის გათანაბრება პირველი ტაიმის დასრულებამდე შეძლეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ბორჯღალოსნებმა" იძალეს და მსაჯმა ტექნიკური ლელო ჩაგვითვალა, კვირიკაშვილის გარდასახვა კი ზუსტი იყო - 3:10. ამის შემდეგ მასპინძლებმა ზედიზედ ორი საჯარიმო გამოიყენეს და ანგარიშში სხვაობა მინიმალური გახდა, თუმცა ტაიმის მიწურულს ქართველ მორაგბეთა იერიში ჯაბა ბრეგვაძემ ლელოდ აქცია – 9:15, მალაღურაძემ კი ზუსტად ვერ გარდასახა და მატჩიც ამ შედეგით დასრულდა.

ამ გამარჯვებით "ბორჯღალოსნებმა" "ერთა თასის" 2011 წლის გათამაშებაში ხუთიდან ხუთივე მოგებული მატჩი მიითვალეს, საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირებაში კი ჩვენი უპირატესობა ცამეტ მოგებამდე ერთი მარცხის წინააღმდეგ გაიზარდა.
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 938 | დაამატა: GaGi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
="background:url('/syler/adm-bg.png')#E4E4E4;">
კომენტარის დამატება
Name *:
Email:
WWW:
Code *:
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz