მთავარი » 2011 » მარტი » 24 » Dior-ის კოლექციის ჩვენება პარიზში გალიანოს გარეშე გაიმართა
0:33 AM Dior-ის კოლექციის ჩვენება პარიზში გალიანოს გარეშე გაიმართა |
ბაბილონის გოდოლი შესასვლელში, ორმაგი "facecontrol"ი, «King is gone» - წარწერა თავგადაკლული თაყვანისმცემლის პლაკატზე, ასე დაიწყო 4 მარტს პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Christian Dior-ის კოლექციის ჩვენება.
და იმის მიუხდავად, რომ ბევრი კოლექციის შემქმნელს, მოდის სახლის კრეატიულ დირექტორს ელოდა შოუზე, დეფილე მის გარეშე შედგა.
ჩვენება სიფნი ტოლედანოს სიტყვით დაიწყო: "ის ფაქტი, რომ Dior-ის სახელი არ შეიძლება უკავშირდებოდეს აბსოლუტურად დაუშვებელ განცხადებებს თუნდაც გენიალური მოდელიერისა, ჩვენთვის ნამდვილ წამებად იქცა", - განაცხადა ტოლედანომ, რომელიც ხანგრძლივად და შთამაგონებლად საუბრობდა. მისეული პათოსი მათთვისაც კი გასაგები გახდა, ვისაც ფრანგულად მხოლოდ "merci"-ს თქმა შეუძლია...
ყველამ გარკვევით გაიგონა სიტყვა "ბუჰენვალდი" (საუბარი იმაზე იყო, რომ კრისტიან დიორის უმცროსი და გერმანელების საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე იყო), ასე რომ რიტორის სათქმელი ცხადი გახდა. მხოლოდ შემდეგ დაიწყო შოუ.
კოლექცია, რა თქმა უნდა, მდიდრული და ბრწყინვალე იყო, თუმცა, ჩვენებაზე მოდისა და კინოს სამყაროს არც ერთი ცნობილი სახე არ იყო. სხვა დროს ისინი არასდროს ტოვებდნენ უყურადღებოდ Christian Dior-ის შოუს.
ამ უცნაური სიახლეების მიზეზი კი არც მოდური ტრენდი ყოფილა და არც შოუს ელემენტებით დეფილეს გამდიდრების სურვილი: 24 თებერვალს ჯონ გალიანო პარიზის პოლიციამ კაფე La Perle-ში ერთ-ერთი წყვილის მიმართ "ანტისემიტური გამონათქვამების" გამო დააკავა. მოგვიანებით მედიაში გაჩნდა ვიდეო, რომელშიც გალიანო ჰიტლერისადმი სიმპათიაზე საუბრობს. ვიდეორგოლის პუბლიკაციის შემდეგ მოდის სახლმა Dior-მა საბოლოოდ გადაწყვიტა თავისი კრეატიული დირექტორის გათავისუფლება.
ჯონ გალიანო 1996 წლიდან იკავებმდა ამ პოსტს.
თუკი ჯონ გალიანოს დამნაშავედ სცნობენ, მას 6-თვიანი პატიმრობა და 23 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
|
კატეგორია: გოგოებისთვის |
ნანახია: 847 |
დაამატა: George
| რეიტინგი: 0.0/0 |
|