მოგესალმები, სტუმარი | RSS
ოთხშაბათი, 2024-11-27, 11:39 PM
მთავარი » 2011 » მარტი » 21 » გარეგნობა და IQ
11:02 PM
გარეგნობა და IQ
ანალიტიკოსები დიდ ბრიტანეთში, 1958 წლის მარტში დაბადებულ 17 ათას ადამიანს აკვირდებოდნენ. გამუდმებით ადევნებენ თვალს მათ განვითარებას - აღნიშნავენ თავისბურებებს ადრეულ ბავშვობაში, სკოლის წლებში, მოზარდობისას და რეგულარულად ატარებენ სხვადასხვა ტესტს. 

მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ლამაზ ადამიანებს ინტელექტუალური განვითარების (IQ) უფრო მაღალი კოეფიციენტი აქვთ, ვიდრე ნაკლებად სიმპათიურებს. მათ როგორც წესი, წარმატებები აქვთ სწავლაში, უფრო კარგად გამოხატავენ თავს პროფესიულ ასპარეზზე და ცხოვრებაშიც მეტს აღწევენ. კვლევის ავტორების შეფასებით, მომხიბვლელი ბრიტანელის IQ მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით იმავე მაჩვენებელს დაახლოებით 14 პროცენტით აღემატება. ქალების შემთხვევაში - 11 პროცენტით. 

მსგავსი კვლევა აშშ-შიც მიმდინარეობს - მოზარდების ჯანმრთელობის შემსწავლელი ეროვნული ცენტრის სპეციალისტები 35 ათას ადამიანს აკვირდებიან.

მეცნიერები თვლიან, რომ სტერეოტიპი, თითქოს სილამაზე და გონება შეუთავსებელი იყოს, არარეალისტურია და გადახედვას მოითხოვს. განსაკუთრებით ლამაზ ქალებთან დაკავშირებით. რადგან ხშირად პირიქითაა, ფიზიკური მომხიბვლელობა სწორედ რომ მაღალ გონებრივ განვითარებას მოწმობს.
კატეგორია: გოგოებისთვის | ნანახია: 891 | დაამატა: George | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
="background:url('/syler/adm-bg.png')#E4E4E4;">
კომენტარის დამატება
Name *:
Email:
WWW:
Code *:
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz