1) ოზი ოზბორნის კონცერტის დროს სცენაზე დაეცა ღამურა. მომღერალს ის პლასტმასის ეგონა, ხელში აიყვანა და აკოცა. ღამურამ ენაზე უკბინა, გამწარებულმა ოზიმ კი მას თავი მოაკვნიტა.
2) ებრაული ტრადიციის თანახმად კაცმა თავის შესაძლებლობებთან შედარებით უარესად უნდა ჩაიცვას, ბავშვებს შესაძლებლობის შესაბამისად ჩააცვას, ხოლო ცოლს იმაზე უკეთ ვიდრე შეუძლია.
3)
ტანზანიაში მცხოვრებ ტომებს სჯერათ, რომ პითონი სიკვდილის წინ ძვირფას
ქვას გადმოანთხევს ხოლმე, რის გამოც გველის სიკვდილის შემსწრენი თუ ქვას
ვერ ამოაჩენენ მის მოპარვაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
4) რიცხვი 2520 უნაშთოდ იყოფა 1-ზე, 2-ზე, 3-ზე, 4-ზე, 5-ზე, 6-ზე, 7-ზე, 8-ზე, 9-ზე და 10-ზე.
5) ინტიმური ურთიერთობა პაპუასებს ქოხში აკრძალული აქვთ. ამისთვის ისინი ტყეში მიდიან.
6) „ბუზღუნა გურამი" აკვარიუმის თევზია.
7) დებილი ლათინური სიტყვაა და სიტყვასიტყვით სუსტს ნიშნავს.
8) მაჭანკალს ლაზურად ელჩი ჰქვია.
9) საკვები ემოციურ კომფორტს ქმნის. მაძღარი ადამიანი მშიერზე მამაცია.
10) პედარასტია (paiderastia) ბერძნული სიტყვაა და ქართულად ბიჭების სიყვარულს ნიშნავს.
|