პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ ის ღირსებები, რომლებიც ქართულ ენას სხვათაგან გამოარჩევს და წინ აყენებს…
გაკონტრრევოლუციონერებულებისნაირებისათვისაც – (ყველაზე ბევრი ასო)
გვბრდღვნის – (ყველაზე ბევრი თანმიმდევრული თანხმოვანი)
მიჭმიე, მისმიე, მიკმიე – (ოთხპირიანი: მე შენ იმას ის)
ჭაა – (ყველაზე მოკლე წინადადება)
ადანდალი-დანდალი, დელიო-დელა, ჰერი-ჰერი – (უაზრო აზრიანები )
გოგო-ბიჭები, და-ძმა, ცოლ-ქმარი, დედ-მამა, ქალ-ვაჟი – (მენტალიტეტის ამსახველი – ქალის აღმნიშვნელი სახელის დაყენება სუსტი სქესისადმი უდიდეს მოწიწებას გამოხატავს)
ცხვარი, ერკემალი, ყოჩი, ვერძი, ბატკანი, კრავი, ბეკეკა,
ჭედილა, ნერბი, თოხლი, შაქი, შიშაგი, აზმანი, ბუწი, ამლიკი, ნაბიჭევი,
ტარიგი – (ერთი ცხოველის 16 სახის დასახელება)
გააუარესა – (ყველაზე მეტი ხმოვანია თანმიმდევრობით)
გენაცვალე, შენი ჭირიმე, შენი კვნესამე, შენ შემოგევლე – (მიმართვა-ალერსი-დამოკიდებულების გამოხატვა)
დედა, დედაკაცი, დედაბოძი, დედამთილი, სადედე, უდედო, დედობრივი, დედამიწა და სხვ. – (ფუძე რომელზეც დამყარებულია 20-ზე მეტი სიტყვა )
აი ია – (5 უნიკალური მახასიათებელის მქონე
წინადადება: მარტივი, მარტივი ბავშვებისთვის, მხოლოდ ხმოვნები, მშვიდობიანი
მენტალიტეტის მქონე, სიმეტრიულ სიტყვიანი)
უთვალთვალებს, დაპირდება, მიაყურადებს, გაგულისდება, გახელდება,
დანაღვლიანდება, მოათავებს, მიუთითებს, მიემხრობა, გაუმკლავდება,
იკისრებს, გაჰქუსლა, ჩაიმუხლა, გაკოჭა – (ფაქტი, თუ როგორ გადმოაქვს ენას ნებელობაში მთელი სხეული, როგორ ფლობს და წარმართავს მას თავის ნებაზე )
პ.ს. ეს რა თქმა უნდა ზღვაში წვეთია, ვინაიდან ქართულ
ენაში უხვადაა ჩადებული ღვთაებრივი სიბრძნე, რასაც უამრავი ქართული სიტყვის
ეტიმოლოგია მოწმობს. ქართული ენის საკრალურ მნიშვნელობაზე საუბრობს იოანე
ზოსიმეც თავის "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲში” :
"დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.”
ხოლო ვისაც ამ უდიდესი ავტორიტეტის მქონე მოღვაწის სიტყვები არგუმენტად გეცოტავებათ წაიკითხეთ წიგნი "გრაალი – ხე შეცნობისა”
|