მთავარი » 2011»ივნისი»4 » ხორვატიამ საქართველოს ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა
0:00 AM
ხორვატიამ საქართველოს ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა
ევროპის 2012 წლისჩემპიონატისშესარჩევიეტაპისმატჩში, საქართველოსფეხბურთელთანაკრებისტუმრად, სპრიტში, ხორვატიისნაკრებთანანგარიშით1:2დამარცხდა.
ხორვატი ფეხურთელებიორივეტაიმისგანმავლობაშისათამაშოუპირატესობასფლობდნენ,
თუმცა მე-17 წუთზე ჯაბა კანკავამ თავური დარტყმით საქართველოს ნაკრები დაწინაურდა.
პირველი ტაიმი ქართველი ფეხბურთელებისგამარჯვებით
დასრულდა.
მეორე ტაიმი ხორვატთა უპირატესობით დაიწყო. ხორვატებს
რამდენჯერმე ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრების შანსი, თუმცა საქართველოს ნაკრები, დაცვისა და მეკარის გიორგი ლორიას შესანიშნავი თამაშის
წყალობით, უპირატესობას ინარჩუნებდა.
მატჩში გადამწყვეტი 76-ე წუთი გამოდგა. საქართველოს
ნაკრების მცველთა შეცდომით ხორვატთა თავდამსხმელმა მანჯუკიჩმა ისარგებლა და ანგარიში
გაათანაბრა. ზუსტად ორ წუთში კალინიჩმა ხორვატიის ნაკრები დააწინაურა და მატჩის საბოლოო
შედეგი დააფიქსირა - 1:2.
Fჯგუფში საქართველო 9 ქულით კვლავ მეოთხე ადგილზეა და ევროპის ჩემპიონატზე
მოხვედრის თეორიულ შანსს კვლავ ინარჩუნებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში გამართულ შეხვედრაში ქართველმა
ფეხბურთელებმა ხორვატები ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.