მთავარი » 2011 » აპრილი » 16 » მატყუარა
|
«ტყუილის სამი განსხვავებული სახეობა არსებობს: ტყუილი, ბოროტი ტყუილი და უბრალო სტატისტიკა»
ბენჟამენ დიზრაელი, XIX ს. ინგლისელი პოლიტიკოსი
ყველა იტყუება… ტყუილის მხრივ სტატისტიკა მომაკვდინებელ შედეგებს მოწმობს: ადამიანების 90 პროცენტი ტყუილს საშუალოდ ნახევარ საათში 1-3-ჯერ ამბობს.
ტყუილს, რა თქმა უნდა, მხოლოდ კაცები არ ამბობენ, მაგრამ ქალისა და მამაკაცის ტყუილი განსხვავდება: ”საშუალოსტატისტიკური” მამაკაცი უფრო ხშირად ტყუის, მაგრამ არამაცდურად, ყველაფერს გზადაგზა იგონებს, ქალები კი ამას უფრო ცბიერად აკეთებენ და ამიტომ ძალიან ბუნებრივად გამოდით. ყოველთვის წინასწარ გეგმავენ – რას იტყვიან და როგორი გამომეტყველება ექნებათ. მათ არტისტიზმს ნებისმიერი ავანტიურისტი შენატრებდა.
ამასთან, ქალები რატომღაც ყოველთვის ვერ ხვდებიან კაცის ტყუილს, სჯერათ სრულიად დაუჯერებელი ზღაპრების მათი გრძნობების, სამომავლო დაპირებების, თავის გამართლების სფეროში. შესაძლოა, ქალბატონებს სურთ ამ სისულელეს დაუჯერონ და სწორედ ამიტომ არ რთავენ თავიანთ სახელგანთქმულ ინტუიციას.
მაგრამ მამაკაცები უფრო ხშირად მამაკაცები, რა თქმა უნდა, მხოლოდ ქალებს არ ატყუებენ და მათი ტყუილიც მხოლოდ ოჯახს და სასიყვარულო საქმეებს არ ეხება. მაგრამ სტატისტიკით, მამაკაცების ტყუილების ყველაზე დიდი წილი, კერძოდ 51%, სხვა ქალის მიმართ სიმპათიის დამალვას უკავშირდება!
შემდეგ დიდი შუალედით მოდის ტყუილის განსხვავებული მიზეზები:
- 26% საცოდავად ფარავენ იმას, თუ რამდენი დალიეს.
- 21% მამაკაცი ტყუილით ღალატს მალავს.
- 14 %-ს არ მიჰყავს თავისი რჩეული გასართობად და ამიტომ მალავს, ვისთან და სად მიდის (თუნდაც ეს მეგობრებთან უწყინარი ლუდის სმა იყოს). მიზეზი: რატომ უნდა ინერვიულოს, ეჭვის საბაბი რატომ უნდა მისცეს. ”არ სჯობს, იფიქროს, რომ სამსახურში ვარ?!”
- 13% უბრალოდ ტრაბახაა, აჭარბებს, როცა მორიგ შენაძენზე საუბრობს, შთაბეჭდილების მოხდენა სურს გარშემომყოფებზე. განსაკუთრებით ხშირად ეს "თავყვანისმცემლობის” პერიოდში ემართება.
მამაკაცი მიდრეკილია ცოტა შეცვალოს შემოსავლის, სოციალური სტატუსის, თანამდებობის, მანქანის მონაცემები. ამბები ჩხუბში გამარჯვებებზე, სამსახურეობრივ და ცხოვრებისეულ წარმატებებზე ერთადერთ მიზანს ემსახურება – მოაჯადოვო რჩეული.
ხელებს უყურეთ მამაკაცი, რომელიც იტყუება, უფრო ხშირად ჟესტიკულაციით იცნობა: - ხელები, სახესთან მიტანილი, განსაკუთრებით თუ პირ იფარავს; - ცხვირზე, ლოყაზე, კისერზე ან საფეთქელზე ხელის მოსმა ან მოფხანა – მცდელობა მოიხსნა სისხლის მოწოლა, რაც სტრესულ სიტუაციაში ხდება, ასევე იმისთვის, რომ პირდაპირი მზერა აირიდო; - პოზა ზურგით თქვენკენ - «გარიყული» პოზიცია, მცდელობაა იმის დემონსტრირების, რომ ის არაფერ შუაშია; - გულზე გადაჯვარედინებული, გულხელდაკრეფილი პოზა – დამცავი პოზიციაა; - ხელები თეძოებზე – ყველაზე გავრცელებული აგრესიული პოზაა მამაკაცისთვის. ის გამოწვევას ნიშნავს. ადვილად არ დათმობს.
|
კატეგორია: გოგოებისთვის |
ნანახია: 789 |
დაამატა: George
| რეიტინგი: 0.0/0 |
|