მოგესალმები, სტუმარი | RSS
ოთხშაბათი, 2024-11-27, 11:32 PM
მთავარი » 2011 » აპრილი » 2 » მილანი – ინტერი
10:25 PM
მილანი – ინტერი
დღეს, მილანში "დერბი დელა მადონინა” გაიმართება.

შეხვედრა ორ მილანურ გუნდს შორის – მოვლენა, რომელიც ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს გულშემატკივრებში, მიუხედავად იმისა, თუ რა მდგომარეობაშია რომელიმე კლუბი. ეს უძველესი დაპირისპირებაა იტალიაში და დიდ ტრადიციებს ატარებს. თუმცა მომავალი დერბი მაინც გამორჩეულია, რადგან მასში გამარჯვებული გუნდი ადვილად შესაძლებელია, რომ სეზონის ბოლოს სკუდეტოს დაეუფლოს.

დღესდღეობით "მილანი” მხოლოდ 2 ქულით უსწრებს "ინტერს”, რომელსაც ყოფილი "როსონერი” – ლეონარდო წვრთნის. ეს ფაქტი კიდევ უფრო ამძაფრებს შეხვედრას. ისტორიაში იყო შემთხვევა, როცა ერთი გუნდი ქულათა რაოდენობით უსწრებდა მეორეს და თამაშიც ლიდერის სტატუსით დაიწყო. აქედან სამჯერ "მილანელებს” გაუმართლათ, ერთხელ- მათ მოწინააღმდეგეებს.

24 მარტი, 1951 წელი, 29-ე ტური

ქულთა რაოდენობა მატჩის წინ: "მილანი”– 48, "ინტერი”– 45

"ინტერი” 0:1 "მილანი”

გოლი: ნორდალი, 8.

შემადგენლობები:

"ინტერი”: ფრანცოზი, ჯაკომაცი, პადულაცი, მილოლი, ჯოვანინი, აკილი, არმანო, უილკესი, ლორენცი, სკოგლუნდი, ნერში.

მწვრთნელი: ოლივიერი.

"მილანი: ბუფონი, სილვესტრი, ბონომი, ანოვაცი, ტონონი, დე გრანდი, რენოსტო, გრენი, ნორდალი, ლიდჰოლმი, ბურინი.

მწვრთნელი: შაიზლერი.


"ინტერი” ახალგაზრდა ალდო ოლივიერის მწვრთნელობის დროს ზამთრიც ჩემპიონი გახდა და პირველ წრეში საშინაო დერბიც კი მოიგო ანგარიშით- 3:2. გუნდი, რომლის წამყვანი ფეხბურთელებიც უცხოელები გახლდათ: ჰოლანდიელი ფაას უილკესი, უნგრელი იშტვან ნერში, შვედი ლენარტ სკოგლუნდი,- დამაჯერებლად ლიდერობდა ჩემპიონატში, მაგრამ ზამთარში პოზიციების დათმობა მოუწია. კერძოდ- მოულოდნელად დამარცხდა "კომოსთან” და "ტრიესტინესთან”. ამ ყველაფრით მდევარმა "მილანმა” კარგად ისარგებლა და საბოლოოდ მილანურ დერბის წინ ტურნირის სათავეში "როსონერი” მოექცა და "ინტერს” 3 ქულით უსწრებდა.

ჩემპიონების პრეტენდენტები სპექტაკლს ელოდნენ, თუმცა მატჩი მათთვის გულდასაწყვეტი გამოდგა. "ინტერს” უკვე პირველ წუთზე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ნერშის დარტყმას ბუფონმა ჩინებულად გაართვა თავი, ხოლო საპასუხო კონტრშეტევაზე "ნერაძურიმ” გოლი მიიღო საკუთარ კარში. თავი ნორდალმა გამოიჩინა და დაპირისპირების ბედიც გადაწყვიტა. შეხვედრის შემდეგ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანი ბრერამ აღნიშნა: მილანმა უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ ჩემპიონის თამაში ვერ აჩვენაო.

შედეგად ლაიოშ შაიზლერის შეგირდებმა 5 ქულით ჩამოიტოვეს "ინტერი” და არც დარჩენილ 10 მატჩში გაუშვიათ ხელიდან ლიდერობა. ისიც მართალია, რომ "ნერაძური” 1 ქულითაც მიუახლოვდა ლიდერს, თუმცა გადასწრება ვერ მოახერხა. იმ წელს "მილანის” ტიფოზების სასიხარულოდ ჩემპიონი მათი საყვარელი გუნდი გახდა. ასე მოიგო "როსონერიმ” პირველი ტიტული 44 წლის განმავლობაში და მეოთხე-ისტორიის მანძილზე.
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 828 | დაამატა: GaGi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
="background:url('/syler/adm-bg.png')#E4E4E4;">
კომენტარის დამატება
Name *:
Email:
WWW:
Code *:
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz