მოგესალმები, სტუმარი | RSS
ოთხშაბათი, 2024-11-27, 11:46 PM
მთავარი » 2011 » აპრილი » 17 » მკურნალი მელოდია
4:30 PM
მკურნალი მელოდია
ცუდი მუსიკა შაკიკს იწვევს, კარგი - სასარგებლოა როგორც ფსიქიკისათვის, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობისათვის. მუსიკით მკურნალობის მნიშვნელოვან როლზე ჯერ კიდევ ავიცენა წერდა.

მუსიკის სამკურნალო ეფექტს ექიმები სხვადასხვაგვარად ხსნიან. ერთი ნაწილი მას ადამიანის ფსიქოლოგიას უკავშირებს, მეორე - ორგანიზმზე გარკვეული სიხშირის ბგერითი ტალღების ვიბრაციულ ზემოქმედებაზე საუბრობს. ერთი რამ ცხადია, არსებობს ობიექტური მონაცემები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჰარმონიული ბგერები ცენტრალურ ნერვულ სისტემას ტონუსს აძლევენ, ხსნიან კუნთების დაძაბულობას, ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებენ, ტკივილს აყუჩებენ, წნევას დაბლა სწევენ, სუნთქვასა და სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებენ.

მიჩნეულია, რომ ორგანიზმის გასაჯანსაღებლად იდეალურია კლასიკური ნაწარმოებები, რელიგიური თხზულებანი და ხალხური სიმღერები. იდეალური მკურნალია მოცარტის, როსინის და ჰაიდნის ნაწარმოებები. ბეთჰოვენი მძიმე ცხოვრებისეულ სიტუაციებში ეხმარება, ხოლო ვივალდის, ბახის, ჰენდელის მუსიკა კარგი ფონია მუშაობისა და სწავლისათვის. ნაწარმოები ვიოლინოს შესრულებით ყურადღების კონცენტრაციას, მეხსიერებასა და სივრცის აღქმას აუმჯობესებს.

მუსიკით ხასიათის უარყოფითი თვისებების გამოსწორებაც შეიძლება. მაგალითად, შურის გრძნობის დათრგუნვას ჰაიდნის "სიმფონია" და ბახის "იტალიური კონცერტი" ეხმარება. ფონური წყნარი მუსიკა სტომატოლოგთან და მშობიარობის დროს მოდუნებასა და ტკივილის მოხსნას შველის.

კატეგორია: გოგოებისთვის | ნანახია: 855 | დაამატა: George | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
="background:url('/syler/adm-bg.png')#E4E4E4;">
კომენტარის დამატება
Name *:
Email:
WWW:
Code *:
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz