მოგესალმები, სტუმარი | RSS
ოთხშაბათი, 2024-11-27, 11:40 PM
მთავარი » 2011 » აპრილი » 2 » მომხიბვლელი და მიმზიდველი? (ტესტი)
9:56 PM
მომხიბვლელი და მიმზიდველი? (ტესტი)
თუ შემდგენელებს დავუჯერებთ, ეს ტესტი საწინააღმდეგო სქესისთვის ჩვენი მიმზიდველობისა და მომხიბვლელობის დონეს განსაზღვრავს. ვცადოთ, ვუპასუხოთ კითხვებს და იქნებ საკუთარ თავზე რამე ახალი გავიგოთ. 

კითხვები:

1. შეგიძლიათ თუ არა, ადამიანი თქვენი იდეით გაიტაცოთ, როცა ურთიერთობისთვის მხოლოდ ტელეფონი გაქვთ?

2. მოულოდნელად იმისთვის აღმოჩნდით სასურველი, ვინც მაინცდამაინც არ გიზიდავთ. შეგეცვლებათ თუ არა შეხედულება მასზე. გახდება თუ არა ის თქვენთვის უფრო სასიამოვნო?

3. როცა წერთ, სტრიქონები ზევით ხომ არ ”მიცოცავენ”?

4. შეგიძლიათ თუ არა, ღიმილით აირიდოთ უსიამოვნო კითხვები?

5. გაქვთ თუ არა ჩვევად, არ იკამათოთ და მაინც საკუთარ აზრზე დარჩეთ?

6. დავა-კამათში იმ აზრით თუ დაინტერესებულხართ და შეგისმენიათ, რომელსაც არ ეთანხმებით?

7. იყავით თუ არა უფროსების ფავორიტი ბავშვობაში?

8. დაგიჭერიათ თუ არა თქვენკენ მომართული აღფრთოვანებული მზერა?

9. ხშირად გეუბნებიან გულწრფელ კომპლიმენტებს?

10. სიამოვნებით იყურებით თუ არა სარკეში?

ტესტის შედეგი:

პასუხისთვის «დიახ» ჩაითვალეთ 1 ქულა, «არასთვის» - 0.

7-8 ქულა: დარწმუნებული ხართ, რომ დიდი პიროვნული ხიბლი გაქვთ. შესაძლებელია, ეს მართლაც ასეა, მაგრამ გამორიხული არ არის, რომ ცდებით. თქვენ არც კი უშვებთ იმას, რომ ქვეყნად ისეთი ადამიანი არსებობს, რომელსაც არ მოსწონხართ. სულ ტყუილად. ასეთი ადამიანი არსებობს. თან არაერთი.

5-6 ქულა: უდავოა, ხიბლი გაქვთ, ურთიერთობაში სასიამოვნო ადამიანი ხართ, საკუთარი ღირსების გრძნობით, ზედმეტი შფოთიანობის გარეშე. არაა საჭირო თქვენი ხასიათის მხოლოდ იმისთვის შეცვლა, რომ სხვებმა გაგაღმერთონ.

3-4 ქულა: გარშემომყოფების ფავორიტს და ყველასთვის საყვარელ ადამიანს ვერ გიწოდებთ. სავარაუდოდ, ეს თქვენი გაუბედაობითაა განპირობებული. თავდაჯერებულობის ნაკლებობის გამო სხვების დარწმუნება თქვენს სიმართლეში მაშინაც გიჭირთ, როცა სიმრთლე თქვენს მხარესაა.

2 და ნაკლები ქულა: არც ხიბლი გაქვთ და არც ღირსების გრძნობა. გძულთ საკუთარი თავი. სარკეში რომ უყურებთ, ეს არანაირ სიამოვნებას არ გგვრით. უნდა შეიცვალოთ და ეს სასწრაფოდ უნდა მოხდეს, რადგან ასეთი მდგომარეობა ფსიქიკურ სიჯანსაღეზე ცუდად აისახება.

კატეგორია: გოგოებისთვის | ნანახია: 813 | დაამატა: George | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
="background:url('/syler/adm-bg.png')#E4E4E4;">
კომენტარის დამატება
Name *:
Email:
WWW:
Code *:
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz