მოგესალმები, სტუმარი | RSS
ოთხშაბათი, 2024-11-27, 11:45 PM
მთავარი » 2011 » მარტი » 24 » მოწესრიგებული სააბაზანოს 8 საიდუმლო
0:44 AM
მოწესრიგებული სააბაზანოს 8 საიდუმლო
პრაქტიკული რეკომენდაციები: როგორ შევინახოთ კოსმეტიკა და ჰიგინიური საშუალებები ნებისმიერ, თვით ყველაზე პატარა სააბაზანოშიც კი.

1. ბამბის ჩხირები – გამოსაჩენ ადგილას. დაე, თქვენი "მფლანგველები” - ბამბის ჩხირები და დისკები სულ თვალწინ გქონდეთ. მათ შესანახად ამოირჩიეთ გამჭვირვალე კონტეინერები - ამგვარად გეცოდინებათ, როდის იწურება მარაგი, შეძლებთ დროულად მის შევსებას და კიდევ, აღარ აღმოჩნდებით უსიამოვნო სიტუაციაში მანიკიურისგან გაწმენდილი ფრჩხილებით… ყველა ფუნჯი შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში - მაშინ არ მოგიწევთ პუდრების, ჩრდილების და რუჟის ნარჩენებისგან კოლოფებისა და კოსმეტიკის გასუფთავება.

2. ნუ მალავთ საპირფარეშოს ქაღალდის რულონებს. სავარაუდოდ, თქვენც აღმოჩენილხართ ორგვარ უხერხულ სიტუაციაში: პირველი – თქვენ საკუთარ საპირფარეშოში ბრძანდებით და ქაღალდის რულონი დაგიმთავრდათ და მეორე - მეგობრების საპირფარეშოში ხართ და იგივე რულონი დამთავრდა. ალბათ დაგვეთანხმებით, სხვის უჯრებსა და კარადებში ახალი რულონის მოძებნის მიზნით ქექვა - არც თუ ისე სასიმოვნოა. თავი რომ აარიდოთ მსგავს სცენარებს მომავალში – შეინახეთ ქაღალდის მარაგი იქვე უნიტაზთან, გამოწვდილი ხელის მანძილზე. ამისათვის გამოგადგებათ მოწნული კალათა, ცილინდრის ფორმის მინის ვაზა და სხვა შემოქმედებითი ნაკეთობა. რაც შეეხება რიგით მეორე სცენარს, იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი მეგობრებიც გაითვალისწინებენ ამ რჩევას.

3. ყოველდღიური კრემები – ყოველთვის თვალწინ. კანის მოვლის საშუალებები, რომლებსაც ყოველდღე იყენებთ, ყოველთვის ხელთ უნდა გქონდეთ - ნიჟარაზე ან პირსაბანის სარკის უკან - კარადაში. დანარჩენები - ლოსიონი ნამზეურისთვის, ტამპონები, კბილის ჯაგრისები სტუმრებისთვის - შეინახეთ მოშორებით. ტურისტული მოგზაურობების დროს ფულის ეკონომიის მიზნით მოიმარაგეთ პატარა ბოთლები და შუშები და როდესაც მოგზაურობის დრო მოვა, გადაიტანეთ ამ ”სამგზავრო” კონტეინერებში შამპუნები, გელები და კონდიციონერები ჩვეულებრივი დიდი ფლაკონებიდან.

4. ვიყენებთ ჭერის სივრცეს. თუ თქვენი ვიწრო სააბაზანოს ყოველი სანტიმეტრი აღრიცხულია, აიხედეთ მაღლა. რატომაც არ გამოვიყენოთ ჭერის სივრცე! მრავალგანყოფილებიანი ხილის ვაზა შესანიშნავად გამოდგება დამატებითი შენახვის სისტემის შესაქმნელად. შეგიძლიათ ჩაკიდოთ იგი საშხაპის კუთხეში ან ვანის ზემოთ და მასში მოათავსოთ შამპუნი და გელები. მისი ბადისებრი სტრუქტურა საშუალებას მოგცემთ, გააშროთ მასში ბავშვის სათამაშოები და საბანაო ღრუბლები - წყალი ჩამოიწურება აბაზანის ავზში.

5. გამოიყენეთ სამეურნეო ჩანთა - თქვენი კომპლექტი ,,შინაური დალაქი”, ასევე, სწორ ორგანიზებას საჭიროებს - შეინახეთ მაშები თმის დახვევისთვის, ფენი, მრავალრიცხოვანი ჯაგრისები და სავარცხლები, მუსები და სპრეები სამეურნეო ჩანთაში. მთავრია, რომ მასში ბევრი ჯიბე და განყოფილება იყოს. როდესაც თავს ილამაზებთ - დაკიდეთ ,,საკვოიაჟი” კარის სახელურზე, შემდეგ კი შეინახეთ იგი კარადაში. არ დაგავიწყდეთ შნური ფენს შემოახვიოთ, რათა მომავალ ჯერზე დრო არ დაკარგოთ გადახლართული სადენების გახსნაში.

6. ვადაგასული საშუალებები - სანაგვეზე. ჩვენთვის ყველაზე საყვარელი ლოსიონებიც და კრემებიც კი დროთა განმავლობაში კარგავენ თავის ეფექტურობას და თანაც უსიამოვნო სუნს იძენენ.… გადაამოწმეთ თქვენი ძველი მარაგი და გადააგდეთ ის, რაც დიდი ხანია, არ გიხმარიათ. ბევრ კოსმეტიკურ პროდუქტს აქვს ე.წ. ,,შენახვის ვადა შეფუთვის გახსნის შემდეგ”: ეძებეთ იგი ეტიკეტზე ასო «М»-სთან - ეს შიფრი მიუთითებს თვეების რაოდენობაზე, რომელთა განმავლობაშიც კრემი ეფექტურია. საშუალოდ, თვალის კოსმეტიკა ვარგისია დაახ. ნახევარი წლის განმავლობაში, ტონი- ერთი, პომადა - ორი წლის განმავლობაში. ამასთან, გაითვალიწინეთ: ზოგიერთი პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებს, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მათი შენახვის ვადა უფრო ნაკლებია.

7. ვაკეთებთ აღნიშვნებს. იმისათვის, რომ თვალყური ადევნოთ, თუ რა დროის მანძილზე სარგებლობთ ამა თუ იმ კოსმეტიკური პროდუქტით, დაწერეთ პატარა ფურცელზე თარიღი, საიდანაც დაიწყეთ მისი ხმარება და დაამაგრეთ იგი ფლაკონის ძირზე სკოჩის საშუალებით. თუ ეჭვი გეპარებათ კრემის ვარგისიანობაში - უბრალოდ შეხედეთ თქვენს მიერ გაკეთებულ მინაწერს - საკითხი თავისთავად მოიხსნება.

8. ყველაფერი თავის ადგილზე! ხშირად დილით ჩვენ მხოლოდ 10 წუთი გვაქვს იმისთვის, რომ მოვიწესრიგოთ თავი და სასწრაფოდ გავიდეთ შინიდან - რაღა თქმა უნდა, არეულ-დარეულ უჯრაში ან კოსმეტიკის ყუთში საჭირო კოსმეტიკური საშუალებების მოსაძებნად წამიც არ გვაქვს. დრო რომ არ დაკარგოთ, საშინაო დეკორატიული კოსმეტიკისთვის სპეციალური შენახვის სისტემა მოაწყეთ მრავალი წვრილი განყოფილებით. ამ მიზნისთვის გამოდგება ჩვეულებრივი პლასტიკური სადგარი სამაგიდო ხელსაწყოებისთვის. ჩადეთ იგი მაგიდის უჯრაში და გაანაწილეთ "სილამაზის ხელსაწყოები” - ცალკე ჩრდილები, ფერ-უმარილი, პომადები და ა.შ., ხოლო ახალი კოსმეტიკის შეძენისას ამოირჩიეთ კომპაქტური ვარიანტები, რომ ისინი ადვილად მოთავსდეს თქვენს სათავსებში და უჯრა თავისუფლად იწეოდეს.
კატეგორია: გოგოებისთვის | ნანახია: 817 | დაამატა: George | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
="background:url('/syler/adm-bg.png')#E4E4E4;">
კომენტარის დამატება
Name *:
Email:
WWW:
Code *:
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz