ფაილის აღწერა: თმის შეჭრის მთვარის კალენდარი თმის სიჯანსაღესა და ზრდაზე მთვარის გავლენის ხანგრძლივი შესწავლის შედეგად უძველეს დროში ასტროლოგების მიერ შექმნილა.
ამბობენ, რომ უშუალო გავლენას მთვარის ფაზები, პირველ რიგში, თმის ზრდაზე ახდენენ. თუკი თმას მზარდი მთვარის დროს შეიჭრით, ის ბევრად უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე კლებადი მთვარის შემთხვევაში.
თუ ვარცხნილობის ხშირად შეცვლა გიყვართ, თქვენთვის უბრალოდ აუცილებელია, რომ თმა სწრაფად იზრდებოდეს. ამ შემთხვევაში გვირჩევენ, თმის შესაჭრელად ისეთი დღე ავარჩიოთ, როცა მთვარე პირველ ან მეორე მეოთხედშია.
თუ პირიქით, არ გიყვართ სალონის ხშირად სტუმრობა, ისეთი პერიოდი შეარჩიეთ, როცა მთვარე ბერდება. თმის ძირები გამაგრდება, მათი ცვენა შეწყდება და საკმაოდ ნელა გაიზრდება. ასტროლოგები გვირჩევენ, ახალმთვარეობისას თმა არ შევიჭრათ, რადგან მათი დაკვირვებით, ეს ადამიანის ცხოვრებას ამოკლებს.
მთვარის ფაზების გარდა, დიდ როლს ანიჭებენ მთვარის დღეებსაც. მთვარის ციკლი გრძელდება 30 დღე და ყოველ დღეს საკუთარი თავისებურება აქვს.
ქვემომოტანილი თმის შეჭრის ჰოროსკოპი მთვარის კალენდრის საფუძველზეა შექმნილი. დღეებს ყოფენ თმის შესაჭრელად კარგ, არასასურველ და ნეიტრალურ დღეებად. ამბობენ, რომ 2011 წლის ყოველთვიური მთვარის კალენდარი ეხმარება ადამიანს, სალონში სტილისტთან ვიზიტის დღე კარგად შეარჩიოს.
თმის შეჭრისა და შეღებვისთვის სასურველი დღეებია:
მარტი: 1, 2, 8, 9, 11, 14, 16, 17, 18, 22, 25, 26, 27, 31.
აპრილში: 2011: 1, 5, 6, 7, 10, 13, 14, 15, 16, 22, 23, 26, 29, 30.
|