●დიეტაზე ხარ და ხედავ როგორ ჭამს ვიღაც გემრიელად ნაყინს ქუჩაში. ●შენი შეყვარებული შენი თანდასწრებით სხვა გოგოს აქებს. ●როცა რაღაცაზე გაბრაზებული ხარ და რამე მაგარ საგანს მიარტყავ ფეხს და უფრო მწარდები. ●საყვარელ გადაცემას უყურებ და უცებ რეკლამა იწყება. ●გაკვეთილზე ზიხარ და ელოდები ზარს. 10 წუთი რჩება, ფიქრობ რომ დღეს გადარჩი და ამ დროს გიძახებენ. ●PARTY-ზე მიდიხარ, თმას ძალიან ლამაზად იყენებ და უცებ წვიმა იწყება და გეშლება ვარცხნილობა. ●გესიზმრება რაღაც ძალიან სასიამოვნო და უცებ მაღვიძარა რეკავს. ●საერთოდ არ გაქვს ფული და მათხოვარი ბავშვი ფეხზე გეკიდება ●ერთი
სული გაქვს შენი დაბადების დღე როდის მოვა, გაინტერესებს რას გაჩუქებენ და
ბოლოს შენი მოლოდინი უაზრო საჩუქრების ნაკრებით მთავრდება. ●როცა საყვარელ ნუგბარს ჭამ და ხვდები რომ ძალიან ბევრი მოგივიდა.
●როცა დაღლილი მიუჯდები კომპიუტერს და აღმოაჩენ რომ ინტერნეტი არ არის.
●აუცილებელად უნდა დარეკო და ამ დროს მობილური გიჯდება. ●საყვარელ თეთრ მაისურზე მოულოდნელად დიდი ლაქა ჩნდება. ●ჩატი
სოციალურ ქსელებზე: -რას შვები? -რავი შენ? -მეც რავი. რა არის ახალი?
-არაფერი შენთან? -არც ჩემთან. სხვა? ... და ამ დროს ხვდები რომ online
აუცილებლად უნდა გათიშო. ●სარკეში იყურები და ხვდები, რომ აშკარად მომატებული ხარ წონაში, არადა უკვე ზაფხული მოდის.
●გამწარებული უმტკიცებ ვიღაცას, რომ დღეს ვთქვათ სამშაბათია. ის კი უარყოფს და აღმოჩნდება, რომ შენ ცდები. ●ყველა გეუბნება, რომ ლამაზი ხარ და თავი მაინც უშნო გგონია.