იტალიური "მილანის” ვეტერანმა ალესანდრო ნესტამ, ყველას მიანიშნა, რომ უახლოეს პერიოდში საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.
"საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობას გადავხედავ და გადავწყვეტ, წავიდე თუ
დავრჩე ფეხბურთში. ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია და მსურს, რომ მისი თამაში
საფეხბურთო ფორმის პიკზე შევწყვიტო” - განუცხადა Sportmediaset-ს ნესტამ.
ნესტა 19 მარტს 35 წლის ხდება და სერია A-ში 1993 წლიდან თამაშობს.
ვარაუდობენ, რომ ნესტა ბუცებს ლურსმანზე მიმდინარე სეზონის დასრულების
შემდეგ ჩამოკიდებს. "ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგა "ინტერს” დიდ ძალას
წაართმევს და იტალიის ჩემპიონობისთვის საბრძოლველად ძალა აღარ დარჩება.
ყველა შემთხვევაში, გადამწყვეტი ბრძოლა მილანური დერბი იქნება” - დაამატა
ნესტამ.