მოგესალმები, სტუმარი | RSS
ოთხშაბათი, 2024-11-27, 11:29 PM
მთავარი » 2011 » ივნისი » 7 » პოლტერგეისტი–მითი თუ რეალობა?
11:39 PM
პოლტერგეისტი–მითი თუ რეალობა?

ჯერ კიდევ 356 წელს დღევანდელი გერმანიის ტერიტორიაზე დაფიქსირდა პოლტერგეისტთან დაკავშირებული შემთხვევა. როგორც უცნობი მემატიანე გვატყობინებს, იმ დროს ზოგჯერ ქვები საკუთარი სურვილით "დაფრინავდნენ”.

მას შემდეგ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ეპოქის ადამიანები მსგავსი მოვლენების მომსწრენი ხშირად არიან.
აი, რამდენიმე მაგალითი პოლტერგეისტის "ცხოვრებიდან”.
ამბავი 1
1848 წლის დასაწყისში მისტერ უიკმენმა სოფელ ჰაიდსვილში (ნიუ – იორკის შტატი) საკუთარი სახლი გაყიდა და "წყეული” ადგილი სასწრაფოდ დატოვა. სახლის ახალი მფლობელი ფოქსების ოჯახი გახდა – ქმარი, ცოლი და ორი ქალიშვილი – 14 წლის მარგარეტი და 12 წლის კეტრინი… 1848 წლის 31 მარტს მარგარეტს საკუთარი საწოლის უცნაური მოძრაობა გამოაღვიძებს. შეშინებული გოგონა დასაც გააღვიძებს. ღამის განმავლობაში საიდუმლოებით მოცული მოვლენა რამდენჯერმე განმეორდება. საძინებელ ოთახში დროდადრო ბრახუნი ისმის, თითქოს იატაკზე მძიმე საგანი ვარდება. უცნაური ხმები გოგონებს ძილის საშუალებას არ აძლევთ და რამდენიმე უძილო ღამის შედეგ, მშობლები მათ საკუთარ საძინებელში გადაიყვანენ. გავა რამდენიმე დღე… სახლში სიმშვიდე დაისადგურებს, თუმცა.. ერთ გვიან ღამეს, ფოქსებს უცნაური ხმა გამოაღვიძებს, თითქოს ვიღაცამ ტაში შემოკრა. იმავე წუთს კეტრინმა (რომელმაც მშობლების გარემოცვაში უსაფრთხოდ იგრძნო თავი) დაიყვირებს: "აბა რქიანო და კუდიანო, გაიმეორე ის, რასაც მე გავაკეთებ” და სამჯერ შემოკრა ტაში. პასუხად იგივე განმეორდა. ნუთუ მათ სახლში ეშმაკი ბუდობს? დის საქციელით გათამამებულმა მარგარეტმა "მას” გაუბედავად მიმართა: "ახლა ის გააკეთე, რასაც მე ვაკეთებ” და მაგიდაზე ხელით ოთხჯერ დააკაკუნა. პასუხად მაგიდა ჰაერში აიწია და უკან დაბრუნებისას ოთხი დაკაკუნება გაისმა. მისტერ და მისის ფოქსი გონს მოეგო, "ექსპერიმენტში” მონაწილეობის მიღება ისურვა და უხილავ ძალას შვილების ასაკზე მინიშნება სთხოვა. პასუხად, კარზე ჯერ 14 -ჯერ… შემდეგ 12 -ჯერ და პატარა პაუზის შემდეგ 3 -ჯერ (ამ ასაკის ფოქსების ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ვაჟი იყო) დააკაკუნეს…
გადიოდა დრო… ნელ-ნელა ოჯახი შეეგუა უცნაურ მოვლენას. გოგონებმა სპეციალური ანბანი (რომელიც მორზეს ანბანს ჩამოგავდა) შექმნეს, სადაც თითოეული ასო ბრახუნის თუ ტაშის შემოკვრის გარკვეულ რაოდენობას შეესაბამებოდა. გამოგონების წყალობით "ხმაურიანმა სულმა” ფოქსებს ამცნო, რომ იგი ამ სახლში მოკლული მეზღვაურის, ჩარლზის სული იყო – "მე ყელი გამომჭრეს, ხოლო ჩემი გვამი ამ სახლის სარდაფში ჩამარხეს”. ფოქსები პოლიციას დაუკავშირდნენ. მეორე დღეს, პოლიციის ინსპექტორმა მრავალი მოწმის თანხმლებით სახლის სარდაფში ჩამარხულ ჩონჩხს მიაგნო…
ამბავი 2
უცნობი მოგზაური თავის წიგნში "მოგზაურობა აღმოსავლურ სამყაროში” ინდოეთში გატარებულ წლებზე მოგვითხრობს. მოგზაური გააოგნა ასეთი მოვლენის სიმრავლემ. ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი მოგვითხრობს: "მეზობლები ამბობდნენ, რომ ჩვენს სახლში ავი სული ბინადრობდა. ვიღაც უხილავი კაბაზე მექაჩებოდა, ქმარს კი აგურს ურტყამდა თავში. სახლში ღამღამობით ბავშვის ტირილი ისმოდა. დაძინებას ვერ ვახერხებდით… უჩინმაჩინი კედლებზე დაკიდებულ სურათებს და ჩამონგრეული კედლის ნახატებს იატაკზე ყრიდა… ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მუშებმა ჩემი ეზო გადათხარეს (ეზოში ახალი მილები უნდა გაეყვანათ). ერთ-ერთმა მუშამ, იქვე, შორიახლოს ძვლები იპოვა. ინდური წეს – ჩვეულების თაახმად, ძვლები მდინარეში გადაყარეს. მაგრამ რამდენიმე პატარა ძვალი იქვე დარჩა”. ოჯახის პატრონებმა ეგზარცისტი მოიწვიეს. იგი ვიღაცას ემუქრებოდა და გაუგებრად ლაპარაკობდა (ალბათ, პოლტერგეიტს ესაუბრებოდა). ბოლოს დიასახლის მიმართა – "თუ გინდათ "ის” თავიდან მოიშოროთ, მაშინ შეკერეთ თოჯინა. მის წასაღებად პატარა ინდოელი გოგონა (რომლის სხეულის ძვლებიც იქნა ნაპოვნი) მოვა და თქვენც დაისვენებთ”. ეგზორცისტის თქმით, არხის გათხრის დროს, ძვლები გაიფანტა )სადაც ადრე გოგონას საფლავი იყო), მის თოჯინას კი მიწა გადაეყარა. სწორედ ამან განაპირობა პატარა გოგონას სულის აფორიაქება. მას თამაში სურდა. დიასახლისმა თოჯინა შეკერა, რომელმაც მალე დაიწყო "მის” ხელში "ხტუნაობა”. იმავე დღეს "ცელქი” სული (და მასთან ერთად თოჯინაც) სამუდამოდ გაქრა. სახლში სიმშვიდემ დაისადგურა.
ამბავი 3
უკრაინის ერთ – ერთ ოლქში "სასახლის პატრონები დამზადებულ სადილს მაგიდაზე დატოვებენ. როცა სადილობას გადაწყვეტენ, აღმოჩნდება, რომ წვნიანი კერძი ათასი სისაძაგლითაა სავსე… ძროხებს თავზე სასაცილო გვირგვინები ადგათ, თავლაში გაქაფული ცხენები ბორგავენ… სახლის პატრონები უხუცეს წევრს მოიწვევენ. მოხუცი სახლში რაღაცას ძებნას დაუწყებს და მალე სხვენში ორ თოჯინას მიაგნებს. როგორც კი თოჯინებს დაწვავენ, სახლში სიმშვიდე დაისადგურებს (ალბათ, ამ შემთხვევაშიც პოლტერგეისტი "ცელქი გოგონას” სული იყო)”.
ამბავი 4
სიცილიის პატარა ქალაქი ''კანუტო დი კორონია'' პოლტერგეისტის საყვარელ ადგილად იქცა. 2004 წლის დასაწყისში (ექვსი – შვიდი კვირის მანძილზე) დაფიქსირდა რამდენიმე ათეული შემთხვევა, როცა სახლებში ავეჯმა და ელექტროსაყოფაცხოვრებო ნივთებმა – ტელევიზორიდან დაწყებული ელექტროღუმელით დამთავრებული – დაიწყეს გადაადგილება. ადგილობრივ მოსახლეობაში დაირხა ხმა, რომ დადგა დემონური ძალების აღზევების ხანა, რომლებმაც, რატომღაც ბრძოლის ველად ეს პატარა ქალაქი აირჩიეს. ზოგიერთ შემთხვევაში ნივთებს ცეცხლი ეკიდებოდა და პოლიცია იძულებული გახდა ასეთი ადგილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოეხდინა. "პანიკა მთელ ქალაქს მოედო, – ამბობს ქალაქ კანუტო დი კარონიას მერიის წარმომადგენელი სალვადორ მეცოპანე. ჩვენ ვცდილობდით ცეცხლის გაჩენის მიზეზის დადგენას, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ქალაქის მასშტაბით გამოვრთეთ ელექტროდენი, მაგრამ ელექტროკაბელების აალება ამით არ შეჩერებულა. ექსპერტები ჯერჯერობით ვერ ხსნიან მომხდარ ფაქტს”. ამ მოვლენაზე სხვებზე მეტი დარწმუნებით საუბრობს კათოლიკე მღვდელი, ეგზარცისტი გაბრიელ ამორი, რომელიც ირწმუნება, რომ ადრეც არაერთხელ ყოფილა მსგავსი მოვლენის მომსწრე. ეკლესიის მსახურთა აზრით, პოლტერგეისტი ეშმაკის ძალის არსებობაზე მიუთითებს და ჯადოქრობით გამოწვეული ერთ-ერთი ჩვეულებრივი მოვლენაა.
ამბავი 5
უცნობი მემატიანეს ჩანაწერი: "ქალაქი კალასი. 1608 წლის გაზაფხული. … ქვა მსახურს მხარზე დაეცა, მაგიდაზე დადგმული ჭურჭელი იატაკზე დაიფშვნა. ქალაქის ქუჩებში კრამიტების "წვიმა” წამოვიდა… თითქოს უცნაური არაფერია… მიზეზი, ალბათ, მიწისძვრა იყო. და რადგან ჩვენი საუკუნისთვის (შუასაუკუნეები იგულისხმება) "ეშმაკის ძიების” პროცესი აქტუალურ "გასართობს წარმოადგენს, ამიტომაც მომხდარი პოლტერგეისტს დაუკავშირეს”…
* * *
დღესდღეობით სხვადასხვა დარგის მეცნიერები ცდილობენ პოლტერგეისტის მოვლენის ფხიზელი თვალით შეფასებას და მოვლენის სამეცნიერო კუთხით ახსნას. თუმცა, აზრთა სხვადასხვაობა ჯერ კიდევ ვერ იძლევა ერთიანი აზრის ჩამოყალიბების საშუალებას. ფსიქიატრები ამ მოვლენას სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანების ჰალუცინაციებს მიაწერენ. ეგზორცისტებს სჯერათ, რომ საქმე ეშმაკისეულ "გზავნილებთან” აქვთ, შუა საუკუნეების ისტორიკოსები ე.წ. პოლტერგეისტს იმ პერიოდის "საზოგადოებრივ უმეცრებასთან” აიგივებდნენ.სკეპტიკოსებს არცერთი ვერსია არ აკმაყოფილებთ, ფაქტები კი ფაქტებად "დარჩენას” ამჯობინებენ… პოლტერგეისტი ბობოქრობს და დედამიწის მოსახლეობას შიშის ზარს სცემს…
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 821 | დაამატა: dj | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
="background:url('/syler/adm-bg.png')#E4E4E4;">
კომენტარის დამატება
Name *:
Email:
WWW:
Code *:
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz