მთავარი » 2011 » მარტი » 21 » ფერის ფიზიოლოგია
11:04 PM ფერის ფიზიოლოგია |
ზოგი ფერი გვიყვარს, ზოგი - გვაღიზიანებს, თანაც ყოველთვის როდი ვხვდებით, რამ შეგვიცვალა განწყობა, ან რამ დაგვღალა უცებ.. ყველამ არ იცის, რომ ზოგი ფერის დახმარებით ჩვენ ჩვენს ორგანიზმზე შეგვიძლია ზემოქმედება - ვარგებთ მას, ვასწორებთ ნაკლოვანებებს და ვაშორებთ გამაღიზიანებელ სიმპტომებს.
ინტერიერის თუ გარდერობის სწორად შერჩეულ ფერთა გამას თქვენს ჯანმრთელობასა და ხასიათზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია. სხვადასხვა ფერის ამ თვისებებს იყენებენ სპეციალისტები - ექიმები და ფსიქოლოგები სხვადასხვა სამკურნალო მეთოდისას. თუ ვიცით, როგორ და რომელი დაავადებების დროსაა სასარგებლო ესა თუ ის ფერი, თავადაც შეგვიძლია ჩვენი ტონუსის დაცვა.
ასე მაგალითად: ყვითელი გამოიყენება ღვიძლის, შარდის ბუშტის, ნაღვლის, კუჭისა გაწმენდისას. ამიტომ,თუ დიეტაზე ხართ, იზრუნეთ, რომ ყვითელი დეტალი არსებობდეს თქვენთან ახლოს: ჭიქა და თეფში, ხელსახოცი და ტოლჩა, რადგან ყვითელი წონის კონტროლში ეხმარება ადამიანს. გარდა ამისა, ეს ფერი ორგანიზმის შიგნით სითხის მოძრაობას უწყობს ხელს, მართავს ოფლის. ასევე ათავისუფლებს მავნე ტოქსინებისგან, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამაღლებს ინტელექტუალურ უნარებს, აუმჯობესებს მეხსიერებას.
მწვანე იმ შემთხვევებში მოქმედებს, როცა „გონება და სხეული წონასწორობაშია მოსაყვანი", - ასე ამბობდნენ ძველი მკურნალები. აძლიერებს იმუნიტეტს, დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე, დაგიამებთ თავის ტკივილსა და თავბრუსხვევას შეგიწყვეტთ. მისი გამოყენება მატონიზირებელ საშუალებად შეიძლება, რომელიც აწესრიგებს სისხლის წნევას და ამშვიდებს ნერვებს. მწვანე თვალსაც ასვენებს, ანთების საწინააღმდეგოდ და ანტიალერგიულად მოქმედებს. ამიტომ დასასვენებელი ოთახში მწვანე ფერის ნივთები აუცილებელია.
ნარინჯისფერი დადებითად მოქმედებს თირკმელზედა ჯირკვლების, თირკმლებისა და შარდის ბუშტის მუშაობაზე. ზემოქმედებს ლიმფურ სისტემაზე და ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, ჰორმონალური ფონის სტაბილიზაციას, გამოაქვს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები, სასარგებლოა ენდოკრინული დაავადებების დროს.
შავი და თეთრი - ნეიტრალური ფერებია, ამიტომ ორგანიზმზე მათი ზემოქმედება უმნიშვნელოა. ცნობილია მხოლოდ, რომ შავის სიჭარბე ძალიან თრგუნავს სხვა ფერებს და ადამიანსაც. თეთრს კი მაქსიმალურად კარგად შეუძლია სინათლის არეკვლა - მზის იქნება ის თუ ხელოვნური. ამიტომ თუ ფერით „მკურნალობას" აპირებთ, შეეცადეთ, თქვენ გარშემო სივრცეში რაც შეიძლება მეტი თეთრი იყოს.
|
კატეგორია: გოგოებისთვის |
ნანახია: 864 |
დაამატა: George
| რეიტინგი: 0.0/0 |
|