დღეს 25 წლის ბრაზილიელმა მცველმა რაფინიამ ხელი მოაწერა კონტრაქტზე,
რომლის მიხედვითაც ის ბაიერნს ეკუთვნის 2014 წლის 30 ივნისამდე. ბრაზილიელი
2005 წლიდან ეკუთნოდა შალკეს, თუმცა ეს წელი განათხოვრებული იყო ჯენოაში.
მისივე განცხადებით, იგი ბედნიერია ბუნდესლიგაში დაბრუნებით.
1,72
მეტრისა და 66 კილოგრამის რაფინიამ ჩაატარა 153 თამაში ბუნდესლიგაში
შალკეს მაისურით. წელს კი 34-ჯერ გამოვიდა მოედანზე ჯენოას რიგებში და
გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. მას მოუწია თამაში ყოფილ მიუნხენელ ლუკა
ტონისთანაც. მისი ტრანსფერის ფასი არ დასახელებულა, თუმცა სავარაუდოდ 5,5
მილიონ ევროს უნდა შეადგენდეს.