უკვე მრავალი საუკუნეა, ადამიანები თვალების მზისგან დაცვას ცდილობენ.
ფართოფარფლებიანი თავსაბურავები - ძველ ჩინეთში, ფისით გაჟღენთილი
აბრეშუმის ზოლები - ძველ ინდოეთში.. რა აღარ მოუფიქრებიათ მზის სხივების
გაუვნებელსაყოფად. ნამდვილი მზის სათვალე, როგორსაც ჩვენ მივეჩვიეთ, 200
წლის წინ საფრანგეთში გამოიგონეს და ნაპოლეონის ჯარისკაცების თვალების
დასაცავად იყო განკუთვნილი. მას შემდეგ ტექნოლოგიის სრულყოფა წლიდან-წლამდე
ახალი მოთხოვნების შესაბამისად გრძელდებოდა.
თანამედროვე მზის სათვალე ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის ფუნქციით
უნდა იყოს "აღჭურვილი” და თან ფერის აღქმასაც არ უნდა უშლიდეს ხელს;
სინათლის ხილული სპექტრის კომფორტი უნდა უზრუნველყოს, განსაკუთრებით ლურჯი
დიაპაზონის სინათლის (ტალღის სიგრძით 390-450 ნმ.); უნდა დაბლოკოს 320 ნმ.
სიგრძის სინათლე, რომელიც რქოვანი ზედაპირს წვავს, კონიუქტივიტს იწვევს,
გაღიზიანებული თვალების სიმპტომებს ბადებს, მას კატარაქტის პროვოცირებაც
შეუძლია. გარდა ამისა, სათვალე, რა თქმა უნდა, მოხერხებული უნდა იყოს და
როგორც მოდური აქსესუარი საერთო იმიჯს უნდა შეესატყვისებოდეს.
როგორ უნდა შეარჩიო მზის სათვალე?
დასაწყისისთვის უნდა გავერკვეთ მასალაში. მთავარი კრიტერიუმებია:
ეკოლოგიურობა და უსაფრთხოება. დღესდრეობით მწარმოებლები ამას ძალიან დიდ
ყურადღებას უთმობენ. ე.წ. ჩარჩო-ნაწილის მასალა მსუბუქი, ჰიპოალერგიული
უნდა იყოს, ხოლო ლინზები - ულტრაიისფერისგან დამცავი.
მზის სათვალე, რომლის ლინზები პლასტიკისგანაა, უფრო მეტად უსაფრთხოა,
ვიდრე -შუშის: 1000 ისეთ ნამცეცად არ დაიმსხვრევა, რომლებმაც შეიძლება რამე
დააზიანონ. მაგრამ მათ ნაკლი აქვთ: პლასიკის "შუშა” ადვილად იკაწრება და
ხშირად ამახინჯებს დანახულ ობიექტს. ჩვეულებრივი შუშა კი საშუალებას
იძლევა, სათვალე მათაც გამოიყენონ, ვისაც მხედველობასთან პრობლემები აქვს -
ოპტიკურ სალონებში ყოველთვის შეიძლება, რამდენიმე სახის მზისგანდამცავი
შუშა აარჩიოთ დიოპტრიებით.
შემდეგ შუშის ფერი უნდა განვსაზღვროთ. თანამედროვე წარმოებისთვის ფერი
პრობლემა არაა: წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი შუშა არავის გააკვირვებს.
ზოგი ფერი გარემოს ფერსაც შეცვლის, თუმცა, რა თქმა უნდა, ვარდისფერი
სათვალით სამყაროს თვალიერება დიდი სიამოვნებაა! მაინც ოფთალმოლოგები
გვირჩევენ, ნეიტრალური ფერის მზის სათვალე ავარჩიოთ, რომ თვალი არ
გაღიზიანდეს.
ვირჩევთ მწარმოებელს და ვათვალიერებთ მარკას: ხარისხიან მზის სათვალეს
აუცილებლად აქვს სერტიფიკატი - საჭირო ინფორმაციით. პირველ რიგში -
უტრაიისფერი სხივების დახშობის უნარი. ნიშნით UVA აღინიშნება А ტიპის
ულტრაიისფერი (აჩქარებს კატარაქტის წარმოქმნას), ნიშნით UVB - В ტიპის
(რქოვანასთვისაა საზიანო და საერთოდ მხედველობას ვნებს). რაც უფრო მაღალია
UVB მაჩვენებელი - მით უკეთესია სათვალე. «100% ultraviolet protection»
ტიპის მარკირება პლასტიკის შუშებიან სათვალეზე თავისთავად დიდ ნდობას არ
უნდა ბადებდეს, რადგან ყველამ იცის, რომ ულტრაიისფერ სხივებს სრულად მხოლოდ
შუშა ანეიტრალებს. პლასტიკისვის კი კარგ მაჩვენებლად 80-90% ითვლება.
სათვალის მიმართ წაყენებული მოთხოვნების რეგლამენტირება ოსტებით,
გოსტებით და ასე შემდეგ მწარმოებელი ქვეყნის სტანდარტის მიხედვით ხდება.
საუკეთესოდ ითვლება: ბრიტანული - BS 2742, გერმანული - DIN 58217 და
ამერიკული ANSI Z80 სტანდარტების შესაბამისი სათვალე. ამოიწერეთ ეს ნიშნები
და ეძებეთ მოდელზე. თუ ასოების ან ციფრების ადგილი შეცვლილია, თქვენ
უხარისხო სათვალებს ათვალიერებთ!
და ბოლოს, დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ ხარისხიანი მზის სათვალის
ბაზრობაზე ან მეტროს გადასასვლელებთან ყიდვა, ფაქტიობრივად, შეუძლებელია.
მაღაზიებში კი თვალებისთვის საიმედო დაცვა მხოლოდ საგულდაგულო შესწავლის
შემდეგ აარჩიეთ.
|