მთავარი » 2011 » მარტი » 31 » როგორ უნდა მივიღოთ კომპლიმენტი
3:50 PM როგორ უნდა მივიღოთ კომპლიმენტი |
ადამიანებისთვის სასიამოვნო სიტყვების თქმის ხელოვნებას რომ ყველა ვერ ფლობს, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაც გვიდასტურებს. მაგრამ თუ ასევე ძალიან ცოტას შეუძლია ქების სათანადოდ მიღება, ამას იშვიათად ვაკვირდებით, არც ჩვენს თავს ვაკრიტიკებთ ხოლმე კომპლიმენტის არასწორად მიღების ჩვევის გამო. ხშირად მხოლოდ შედეგს ვამჩნევთ, ვიცით, რომ ფრაზები ”რა კარგად გამოიყურები", ”რა ლამაზი კაბა გაცვია”, ”ბრწყინვალედ გაართვი თავი საქმეს” - განწყობას ამაღლებს, სამსახურში უფროსის შექება კი შრომისმოყვარეობას აძლიერებს. ისიც შეგვიმჩნევია, რომ ძალიან ხშირად კომპლიმენტის მოსმენისას, სიხარულის ნაცვლად, ვიბნევით და არ ვიცით, როგორ ვუპასუხოთ. ამიტომ გაითვალისწინეთ:
პრაქტიკული რჩევები: კომპლიმენტისა და ქების არც იგნორირებაა გამართლებული და არც ზედმეტად გაამაყება - სხვების კეთილგანწყობა საკუთარი ცხოვრების უმაღლეს მიღწევად არ უნდა ჩაითვალოს. ზიანი ორივე შემთხვევაში ერთნაირია. დაიზეპირეთ: ”სრული უფლება მაქვს, მივიღო კომპლიმენტი; ადამიანი, რომელიც მას მიძღვნის ამას ძალდაუტანებლად და საკუთარი ნებით აკეთებს; მე შემიძლია გავიხარო იმით, რომ სხვებს მოსწონთ ჩემი შესრულებული საქმე ან მოვწონვარ თავად მე. თუნდაც ქება გადაჭარბებული გეჩვენებოდეთ, ის მეორე ადამიანის შეხედულებად მიიღეთ. მას სრული უფლება აქვს, ვარდისფერი სათვალეებით გიყურებდეთ. კომლიმენტზე ადეკვატური რეაქცია არის ფრაზა „გმადლობთ კომპლიმენტისთვის" ან „გმადლობთ, რა თავაზიანობაა თქვენი მხრიდან". თავაზიანობაზე თავაზიანობით მაშინვე ნუ უპასუხებთ, ცნობილი არაკის მამალსა და გუგულს არ დაემსგავსოთ, რომლებიც ერთმანეთს მონაცვლეობით გაუთავებლად აქებდნენ. ისეთ შემთხვევას დაელოდეთ როცა თქვენი კომპლიმენტი დროული იქნება. თუ ძალიან გიჭირთ კომპლიმენტების მიღება, თვითშეფასებაზე მუშაობა მოგიწევთ. იშრომებთ მანამ, სანამ საკუთარი თავის სიყვარულს არ ისწავლით და არ დარწმუნდებით სხვების შექების გულწრფელობაში.
კომპლიმენტით კმაყოფილებას ხელს რამდენიმე მიზეზი უშლის: გულწრფელად გვჯერა, რომ ვიმსახურებთ შექებას. კომპლიმენტს დაფარულ მანიპულაციად აღვიქვამთ. კომპლიმენტი ჩვენთვის ძვირფასმა ადამიანმა მოგვიძღვნა. გვეშინია, რომ კომპლიმენტი რამეს გვავალდებულებს. არ გვიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.
”დამცავი” მექანიზმი კომპლიმენტს მიაყოლებთ საპასუხო კომპლიმენტს, რითაც ყურადღება გადაგაქვთ; საკუთარი დამსახურება მცირდება, უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი გვეჩვენება: ”ამას ყველა შეძლებდა", ”არაფერი განსაკუთრებული", ”შემთხვევით გამოვიდა"; კომპლიმენტის ეფექტს საპასუხო რეპლიკა აუფერულებს, რომელიც თქვენს შეცდომებსა და ნაკლზე მიუთითებს. თუ კომპლიმენტს თავად წარმოთქვამთ, წინასწარ სიტყვიერი ”ხიდი" შეამზადეთ, რომელიც თანამოსაუბრეს რეაგირებისთვის ”კომფორტს” შეუქმნის. მაგალითად: ”რა შესანიშნავი ხელთათმანებია? ალბათ, ძნელი იყო ასე მოხატულის პოვნა”.
|
კატეგორია: გოგოებისთვის |
ნანახია: 861 |
დაამატა: George
| რეიტინგი: 0.0/0 |
|