მოგესალმები, სტუმარი | RSS
ოთხშაბათი, 2024-11-27, 11:40 PM
მთავარი » 2011 » ივნისი » 8 » საინტერესო კითხვები პასუხებით
9:09 PM
საინტერესო კითხვები პასუხებით
1.რომელი უდაბნოა ცივი?
ღამით ყველა უდაბნო ძალიან ცივი ხდება,რადგან ტემპერატურა კარგ ამინდშიც კი მკვეთრად ეცემა.ტროპიკულ უდაბნოში ხანდახან ყინავს.ანტარქტიდაც უდაბნოა,რადგან მშრალია,წყალი მხოლოდ ყინულის ქვეშაა.

2.რომელი ფრინველი დაფრინავს უკან?
კოლიბრი.ფრთებით რვა კონფიგურაციას აკეთებს,თავდაყირაც კი დაფრინავს.ეს პატარა ჩიტები წამში 80-90-ჯერ იქნევენ ფრთებს,ფრენის დროს ძინავთ და წყვილდებიან კიდეც.

3.სად მდებარეობს ”ვარდების ქალაქი”?
ეს პეტრაა,იორდანიაში.მას შემდეგ,რაც 1100წ.-ს ქალაქი ჯვაროსნებმა დატოვეს,აკლდამები და საგანძური დავიწყებას მიეცა და 1812 წლამდე უდაბნოს ქვიშაში იყი დამალული.

4.რომელმა გამოგონებამ აქცია ცათამბჯენების ბოლო სართულები პრესტიჟულ საცხოვრებლად?
ლიფტმა.პირველი ლიფტი,1850წ.-ს,ელიშა გრეივს ოტისმა გამოიგონა.მანამდე მაღალი სახლების ზედა სართულები, ურიცხვი კიბის გამო ყველაზე იაფფასიანი იყო.

5.რომელი ქალაქი დგას ორ კონტინენტზე?
სტამბოლი,თურქეთში.ეს ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში,რომელიც ორ კონტინენტზეა გაშენებული.წყლის ვიწრო არხი,ბოსფორის სრუტე,აზიას ევროპისგან ყოფს.სტამბოლი თურქეთის ყველაზე დიდი ქალაქია და სწრაფად იზრდება.

6.რომელი უცნაური არსება სტუმრობს ჰიმალაებს?
იეტი.ეს დიდთმიანი,მაიმუნის მსგავსი არსება თოვლის ზოლში ბინადრობს,ორ ფეხზე დადის და უკან უზარმაზარ ნაფეხურებს ტოვებს.

7.რა განსხვავებაა მეტეორიტსა და მეტეორს შორის?
მეტეორი კოსმოსში მოგზაურობს და მეტეორიტად მაშინ გადაიქცევა,როცა დედამიწაზე დაეშვება.

8.მთა ევერესტი უცვლელად დგას?
არა.მისი სიმაღლე იმატებს და ყოველ წელს ჩრდილო-აღმოსავლეთით 6სმ-ით გადაადგილდება.თანამგზავრმა 1999წ.-ს დააფიქსირა ევერესტის სიმაღლე-8850მ.

9.რა არის თორა?
თორა ებრაული ბიბლიის ხუთი წიგნის პირველი ნაწილია.მასში შედის ებრაელთა ისტორია,აგრეთვე სამართლის და მორალური კოდექსი.

10.რომელმა მეფემ გამოაცხადა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად?
დავითმა,რომელიც ერთ დროს მწყემსი იყო იებუსიტების ქალაქს დაეპატრონა და ხალხს აღთქმის კიდობანი დაუბრუნა.



კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 752 | დაამატა: dj | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
="background:url('/syler/adm-bg.png')#E4E4E4;">
კომენტარის დამატება
Name *:
Email:
WWW:
Code *:
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz