მთავარი » 2011 » აპრილი » 8 » შეიცან თავი შენი – ტესტი თვითშემოწმებისთვის
8:44 PM შეიცან თავი შენი – ტესტი თვითშემოწმებისთვის |
1. წარმოიდგინე, რომ მთის წვერზე ხარ და დაბლა იყურები. რას ხედავ? ა) პატარა დასახლებას (1) ბ) მინდვრებს ან უდაბნოებს (2) გ) გარშემო კვლავ მთებია (3)
2. ვთქვათ ხარ საჰაერო ბურთში, და მიწაზე ეშვები. აუცილებელია თავიდან მოიშორო რაიმე ნივთი. რა იქნება ეს უკანასკნელი? ა) შენი წინაპრების დანატოვარი სამკაული (2) ბ) დოკუმენტი, რომელიც შენ მილიონებს მოგიტანს (3) გ) ქორწინების ბეჭედი (1)
3. წარმოიდგინე, რომ დაიკარგე უღრან ტყეში. 3 სავარაუდო გზა გაქვს თავის დაღწევისთვის. მიწისქვეშა, საჰაერო და პირდაპირ, ტყის გავლით მიმავალი. რომელს გამოიყენებდი? ა) პირდაპირს (1) ბ) საჰაეროს (2) გ) მიწისქვეშას (3)
4. ვთქვათ მოგიწია 10 წლით საზღვარგარეთ ცხოვრება, უცხო ხალხსა და გარემოში. გაქვს 3 წუთი, რათა დარეკო მშობლიურ ქვეყანაში და ესაუბრო ვისაც გინდა. ვის დაურეკავ? ა) საყვარელ ადამიანს (3) ბ) მეგობრებს (2) გ) ოჯახის წევრებს (1) დ) შევეცდები დრო რამენაირად ყველა ზემოთჩამოთვლილზე გადავანაწილო (0)
5. გაქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ წახვიდე, სადაც გინდა და რამდენი ხანიც გინდა. რომელ ქვემოთჩამოთვლილთაგანს აირჩევ? ა) ამსტერდამი (1) ბ) ლონდონი (2) გ) იერუსალიმი (3)
6. ნახე, რომ ადამიანი რომელიც თვალში არ მოგდის, ძალადობის მსხვერპლია. რას მოიმოქმედებ? ა) ყველაფერს გავაკეთებ მის დასახმარებლად (3) ბ) არაფერს მოვიმოქმედებ (1) გ) შევეცდები მისგან ფარულად გავუწიო დახმარება (2)
7. შენი საცხოვრებელი ადგილი ეპიდემიამ მოიცვა. გარშემო შიმშილი და კვნესაა. გაქვს პურის ნაწერი რომელიც შენ დიდი ხანი გეყოფა. რას მოიმოქმედებ? ა) გადასცემ მას იმათ ვისაც იგი შენზე მეტად სჭირდებათ (2) ბ) საჭიროებისამებრ ყველას გაუნაწილებ (3) გ) შეინახავ და გამოიზოგავ მანამ სანამ საჭირო იქნება (1)
8. მონაწილეობას იღებ კონკურსში, სადაც მხოლოდ 1 კონკურენტი გყავს. როგორ მოიქცევი წარმატების მისაღწევად? ა) შევედები ჩემი დადებით თვისებების წინ წამოწევით გავზარდო ჩემი შანსები (2) ბ) კონკურენტის ანტიპროპაგანდის წყალობით გავზრდი ჩემს შანსებს (1) გ) ვიქნები ისეთი როგორიც ყოველთვის. დაე აირჩეს საუკეთესო (3)
9. ხარ ქასთინგზე, სადაც გიწევს ისეთი რამის გაკეთება რაც შენს მორალურ პრინციპებს ეწინაარმდეგება. რას მოიმოქმედებ? ა) დაუყოვნებლივ დავტოვებ ქასთინგს (3) ბ) გავაკეთებ, ეს ხომ უბრალოდ ქასთინგია (1) გ) გონივრულად და ცბიერად შევძლებ მოვალეობის თავიდან აცილებას (2)
10. ამ ტესტს ავსებდი: ა) 100 % ით გულწრფელად (3) ბ) გინდოდა ყოფილიყავი გულწრფელი მარა არ იცი გამოგივიდა თუ არა (2) გ) ზოგ კითხვაში ნაწილობრივ მოიწტყუე (1)
ახლა შეაჯამეთ თქვენს მიერ დაგროვებული ქულები, და გაიგებ როგორი ხარ ფსიქოლოგის გადმოსახედიდან: 1. ქულები (9-18). რატომღაც პასუხებში იგრძნობა შენი მტკივნეული წარსულის ან ნატკენუ გულის ზეგავლენა. თითქოს რაღაც ხინჯად გაქვს გულში და სამყაროს სხვა თვალით უყურებ, უფრო მუქ და უინტერესო ფერებში. არ ხარ პრინციპული, არც ამბიცური. მიიყვები ცხოვრების დინებას და ელოდები როდის დაგეცემა თავში წარმატება, როგორც კარიერაში , ისე პირად ცხოვრებაში. დაახლოებით შენც იგივეს ფიქრობ საკუთარ თავზე, თუმცა არაფერს აკეთებ მის შესაცვლელად. გაკლია თვითდაჯერებულობა და მუდამ სხვის დახმარებას ელი. არ ხარ ბოროტი, გინდა ყველას კარგი უკეთო, თუმცა რამდენად გამოგდის ძნელი სათქმელია. ერთი სიტყვით თავს ძალა დაატანე და რაიმე შეცვალე, თუ ბედნიერი იყო.
2. ქულები (19-26). შენ მონაგარში არის როგორც 1, ასევე 3 ქულიანი პასუხები, და შესაბამისად საკმაოდ საინტერესო პიროვნება ხარ. ამბიციურიც ხარ, ნაწილობრივ პრინციპულიც, თუმცა მთელი რიგი მიზეზებისდა გამო ცდილობ მათ დაფარვას. ადვილად შეგიძლია ადამიანების გაშიფვრა, თვლი რომ თვალები მათი სულების სარკეა, თუმცა რატომრაც არც ამით ინტერესდები დიდად. ბოლომდე არ იხარჯები, ელოდები გადამწყვეტ მომენტს, რათა გამოავლინო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, მანამდე კი დიდი მონდომებით ემზადები. ერთგულიც ხარ. საყვარელი ადამიანი შენთვის ყველაფერია. ძნელია შენი გაღიზიანება ან მწყობრიდან გამოყვანა, შესაბამისად არ ხარ ფეთქებადი და ეს ბევრ რამეში გეხმარება. შენში იგრძნობა ლიდერის თვისებებიც..
3. ქულები (27-30). ყოჩაღ ჩემო კარგო. შენ შეძელი და პრობლემების ყველაზე ლოგიკური და ადამიანური გადაჭრის გზები იპოვე. ამაში კი დაგეხმარა შენი გამჭრიახობა, მოთმინების უნარი, პრინციპულობა, ამბიციურობა და ლიდერის უსაზღვრო თვისებები. საინტერესო ადამიანი ხარ და ჩანხარ კიდეც ერთი შეხედვით. ახლად გაცნობილების ყურადღების ცენტში მუდამ ექცევი, გსიამოვნებს ეს თუ არა. გულღიაც ხარ და გულუბყვილოც. თუმცა მხოლოდ რიგ შემთხვევებში. არ ხარ კარიერისტი. შენთვის კარიერა მეორეხარისხოვანია და სწორედ ეს დაგეხმარება წარმატებაში ამ სფეროში. ძალიარ ერთგული და უბოროტო ხარ, შეგიძლია ბოროტებას სიკეთით უპასუხო, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ჩამდენი საკუტარი სინდისის წინაშე დააყენო. არ ხარ მატერიალისტი და ბევრად დიდ როლს ანიჭებ ადამიანში სულიერებას.
|
კატეგორია: გოგოებისთვის |
ნანახია: 988 |
დაამატა: George
| რეიტინგი: 0.0/0 |
|