მოგესალმები, სტუმარი | RSS
ოთხშაბათი, 2024-11-27, 11:28 PM
მთავარი » 2011 » მარტი » 21 » სილამაზე ქალებისთვის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანია
10:49 PM
სილამაზე ქალებისთვის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანია
კოსმეტიკური საშუალებებისა და იმ მომსახურების მიმართ, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს უკავშირდება, ქალის დამოკიდებულების შესასწავლად მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს.

გამოკითხვაში დიდ ბრიტანეთში მცხოვრები 13-დან 65 წლამდე ასაკის ქალბატონები მონაწილეობდნენ.

აღმოჩნდა, რომ ქალები მეტი ხალისით ფულს იმ საშუალებებში იხდიან, რომელთა დახმარებით ახალგაზრდულად გამოიყურებიან. ნაკლებს იხდიან სამკურნალო პროცედურებსა და დიეტურ კვებაში, რომელიც თავისდათავად ახალნგრძლივებს ახალგაზრდობას.



გამოდის, უფრო მონდომებით იხარჯება ფული დეკორატიულ კოსმეტიკაში, თმის მოვლის საშუალებებში, ავტოგასარუჯსა და მაკიაჟში. მხოლოდ ნახევარზე ნაკლები ყიდულობს რეგულარულად დიეტურ პროდუქტს.

ზემოთქმული ციფრებით ასე გამოისახება: ინგლისელი ქალბატონი სილამაზისთვის საშუალოდ 340 ფუნტს ხარჯავს, ჯანმრთელობაში კი 230-ი ემეტება.

სპეციალისტები შეახსენებენ ქალბატონებს, რომ ახალგაზრდული იმიჯის დაცვა სულაც არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხარ. კარგი აღნაგობა და მოვლილი გარეგნული იერი კი სულაც არ არის ჯანმრთელი ორგანიზმის უტყუარი ნიშანი.
კატეგორია: გოგოებისთვის | ნანახია: 858 | დაამატა: George | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
="background:url('/syler/adm-bg.png')#E4E4E4;">
კომენტარის დამატება
Name *:
Email:
WWW:
Code *:
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz