მთავარი » 2011 » მარტი » 21 » ვაშლის ნიღბები
|
ფაილის აღწერა: ვაშლის ნიღაბი ყველა ტიპის კანს უხდება, მაგრამ აქ მშრალი კანისთვის გათვალისწინებულ რამდენიმე ვარიანტს გაგაცნობთ:
1. გათლილი ვაშლი კუბიკებად დაჭერით და რძეში ფაფის მიღებამდე ხარშეთ. მიღებული მასა გახეხეთ და გაგრილება დააცადეთ. თბილი ნიღაბი დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით, ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ასეთი ნიღაბი არბილებს და კვებავს მშრალ კანს.
2. ერთი საშუალო ზომის ვაშლი გათალეთ და წვრილად გახეხეთ, აურიეთ ერთ ახალდადებული კვერცხის გულს. მიღებული მასა დაიდეთ სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი კვებავს და წმენდს კანს.
3. გათალეთ ვაშლი, გახეხეთ, მასას დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 ს.კ. არაჟანი. კარგად მოურიეთ. მიღებული ნიღაბი კანზე 15 წუთით დაიდეთ და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
4. ერთი გათლილი ვაშლი და სტაფილო გახეხეთ, დაამატეთ 3 ს.კ. კეფირი, აურიეთ. დაიდეთ სახეზე. ჩამოიბანეთ 15-20 წუთის შემდეგ გრილი წყლით. ნიღაბი კვებავს, არბილებს და აახალგაზრდავებს კანს.
5. გახეხეთ ნახევარი ვაშლი, დაამატეთ 1 ს.კ. თაფლი, 1 კვერცხის გული, 1 ჩ.კ. ძმარი და 1 ჩ.კ. ზეთი. ნარევი კარგად აზილეთ და დაიდეთ 15 წუთით, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი ათეთრებს, კვებავს და ატენიანებს მშრალ კანს.
ვაშლის ნიღბები დადებითად ზემოქმედებენ კანზე და არა მხოლოდ სახეს არამედ კისერსა და მკერდზეც მისაღებია. მდიდარი ქიმიური შემადგენლობის წყალობით, ვაშლის ნიღბები და ლოსიონები ათეთრებს, არბილებს, კვებავს, ამკვრივებს, აახალგაზრდავებს კანს.
ნიღბებისთვის გამოიყენება მხოლოდ მწიფე და ახალი ხილი. ნიღბის დადებამდე გაწმინდეთ კანი და გაიკეთეთ დამატენიანებელი კომპრესი. ნიღბის ჩამობანის შემდეგ კი შეიძლება მკვებავი კრემის წასმა. ვაშლის ნიღბის გაკეთება დასაშვებია კვირაში 2-3-ჯერ.
|
კატეგორია: გოგოებისთვის |
ნანახია: 1021 |
დაამატა: George
| რეიტინგი: 0.0/0 |
|