მოგესალმები, სტუმარი | RSS
ოთხშაბათი, 2024-11-27, 11:39 PM
მთავარი » 2011 » მარტი » 17 » ზაზა ჯანაშია – ტოპ-მსუქნების ათეულში
9:12 PM
ზაზა ჯანაშია – ტოპ-მსუქნების ათეულში
10. ზაზა ჯანაშია (178 სმ, 87 კგ) – ის 90-იანი წლების რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ. ბრწყინვალედ თამაშობდა მოსკოვის "ლოკომოტივში”. ზაზას წონის დაკლების პრობლემა მუდმივად ჰქონდა და ეს ქართული სტუმართმოყვარეობისა და პურ-მარილობის "ბრალია”.
"იცით, სახლში, საქართველოში როცა მივდივარ, მსუყე საჭმელზე უარის თქმა მიძნელდება. ხაჭაპური, საცივი, მწვადი... და თუ უარს იტყვი, განაწყენდებიან. ესე იგი, თანამოსუფრეს პატივს არ სცემ” – ეს ზაზას ინტერვიუდანაა.
ახლა სხვებზეც:
9. დანი კარვალიო (ბრაზილია, 178 სმ, 79 კგ) – 2005 წელს ბრწყინავდა, უეფას თასის მომგებ მოსკოვის ცსკა-ში საუკეთესო იყო, მაგრამ გასუქდა და ახლა "ატლეტიკო მინეიროში” იშვიათად გამოჰყავთ შეცვლებზე. არადა, თავის დროზე "ინტერი” და "რეალი” ტაციაობდნენ მასზე.
8. აილტონი (ბრაზილია, 180 სმ, 81 კგ) – ეს ტახივით ფორვარდი, 2004 წელს "ვერდერში” თამაშისას, გერმანიის ჩემპიონი, ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირი და რჩეული ფეხბურთელი გახდა. 19 კლუბში უთამაშია და მუდამ წონაში იყო, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა სწრაფ გარღვევებში. ეგაა, უდისციპლინო იყო. აილტონი ამჟამად გერმანიის სამოყვარულო კლუბ "ობორნოილანდში” ერთობა.
7. ბრაიან იენსენი (დანია, 185 სმ, 79 კგ) – კარიერის დიდი ნაწილი ინგლისურ "ბარნლიში” გაატარა, "მანჩესტერ იუნაიტედთან” თამაშისას, რაიან გიგზს პენალტიც აუღო. ცუდი მეკარე არ იყო, მაგრამ მუდამ ღიმილს იწვევდა მისი ფიგურა.
6. ენდი რიდი (ირლანდია, 170 სმ, 75 კგ) – ერთ დროს ირლანდიის უპერსპექტიულეს ფეხბურთელად ითვლებოდა. "ტოტენჰემშიც” უთამაშია. ღიპის მიუხედავად, საკმაოდ სწრაფი გახლდათ – აბა, ისე გარემარბად ვინ ათამაშებდა.
5. ადრიანო (ბრაზილია, 190 სმ, 101 კგ) – "იმპერატორი” განსაკუთრებით მაშინ გასუქდა, როცა მამა დაეღუპა და სმას მიჰყო ხელი. "ინტერიდან” "ფლამენგოში” რომ გაანათხოვრეს, ვარჯიშს სულ მიანება თავი და ვისაც მისი ნახვა მოუნდებოდა, კოპაკაბანასკენ ან სხვადასხვა ღამის კლუბებისკენ უნდა აეღო გეზი. შარშან "რომამ” მისცა შანსი და ვინ იცის, ახლაც ელოდება ეს კლუბი, რომ ადრიანო კიდევ ათამაშდება. ჯერჯერობით, ლოდინი ამაოა.
4. ფერენც პუშკაში (უნგრეთი, 172 სმ, 90 კგ) – ლეგენდარული უნგრელი წონაში კი იყო, მაგრამ რაში უშლიდა ხელს? მძვინვარე მადრიდის "რეალის” გოლების მანქანა იყო, "სამეფო კლუბში” 9 წლის განმავლობაში 180 მატჩი ჩაატარა და 155 გოლი შეაგდო. უნგრეთის "დიდი გუნდის” მთავარი ვარსკვლავი 2007 წელს გარდაიცვალა.
3. ნევილ საუთჰოლი (უელსი, 185 სმ, 110 კგ) – ქართველებისთვისაც კარგად ნაცნობი უელსელი მეკარე. 1994 წელს, თბილისში საქართველოს ნაკრებმა 5:0 გაანადგურა უელსი და საუთჰოლს სულ თავზე უგდეს ბურთები. მომდევნო წელს ქართველებმა სტუმრადაც სძლიეს ბრიტანელებს (1:0) და იქაც, გიორგი ქინქლაძემ სუპერგოლი შეუგდო კასრივით მეკარეს.
2. რონალდო (ბრაზილია, 183 სმ, 90 კგ) – ფოტოს კომენტირება არ სჭირდება, მაგრამ ეს რამდენიმე თვის წინაა გადაღებული. მანამდე კი, "ფენომენი” რა ამბებს სჩადიოდა მინდორზე, ყველა გულშემატკივარმა იცის – ის ასიათასობით (ან რატომ მილიონობით არა...) ბავშვის თუ მოზარდის კერპია. და არა მარტო ბავშვების და მოზარდების, მოქმედი ფეხბურთელებისთვისაც.
1. ეროენ ვერჰოვენი (ჰოლანდია, 197 სმ, 120 კგ) – ახალი სახეა. სიმაღლე-წონის შეფარდებითაც ნათელია, რომ საქმე გვაქვს უნიკალურ მეკარესთან. 30 წლისაა, ამსტერდამის "აიაქსის” მესამე მეკარეა და ერთი კვირის წინ გაუმართლა - ორივე გოლკიპერი დაშავებული იყო და თამაშმა მოუწია. სხვათა შორის, კარგადაც გამოუყურებოდა და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. ლოყები ისეთი აქვს, ნებისმიერ მედუდუკეს შეშურდება.   
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1007 | დაამატა: GaGi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
="background:url('/syler/adm-bg.png')#E4E4E4;">
კომენტარის დამატება
Name *:
Email:
WWW:
Code *:
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz